ლაგოდეხის ეროვნული პარკის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ლაგოდეხის ეროვნული პარკი - მდებარეობს კახეთის მხარეში, ქალაქ ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 590-3500 მეტრ სიმაღლემდე. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი პარკია.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19749 ჰა.) და აღკვეთილს (4702 ჰა.). ეს უკანასკნელი განათლებისა და რეკრეაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების გზით ხელს უწყობს ვიზიტორებში ბუნების აღქმის ოპტიმალური პირობების შექმნას. დღეისათვის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ცენტრალურ შესასვლელში მდებარეობს ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი. ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებულ ტურისტულ მარშრუტებს.

რეკომენდებული დრო
3 დღე

იხილეთ ასევე

გურგენიანის ჩანჩქერი მდებარეობს კახეთში, სოფელი გურგენიანიდან 5 კმ -ს დაშორებით, მდინარე ნინოსხევზე. სოფელი გურგენიანი ლაგოდეხთან ახლოს მდებარეობს და ...

როჭოს ჩანჩქერი მდებარეობს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ლაგოდეხთან ძალიან ახლოს. აქ მოხვედრა შეგიძლიათ როგორც მანქანით, ისე სამარშრუტო ტაქსით. ჩა...

შავი კლდეების ტბა მდებარეობს კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მას ასევე ეწოდება გრძელი ტბა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ...

მაჭის ციხე ( თოღა ) - ციხე-დარბაზი და ეკლესია, მდებარეობს კახეთში, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, მდინარე მაწიმისწყლისა და ბნელ...

ლაგოდეხის ეროვნული პარკი - მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 1970 ჰექტარია. პარკი გამორჩეულია წიფლნ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ლაგოდეხის ეროვნული პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!