დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი

Mikheil Khegiani House Museum (Mestia), მიხეილ ხერგიანის სახლ მუხეუმი Mikheil Khegiani House Museum (Mestia), მიხეილ ხერგიანის სახლ მუხეუმი მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი,  Mikheil Khegiani House Museum (Mestia) მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი,  Mikheil Khegiani House Museum (Mestia) მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი,  Mikheil Khegiani House Museum (Mestia) მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი,  Mikheil Khegiani House Museum (Mestia) მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი,  Mikheil Khegiani House Museum (Mestia) მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი,  Mikheil Khegiani House Museum (Mestia) მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი,  Mikheil Khegiani House Museum (Mestia)

მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი - ქართველი ალპინისტის, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის დამსახურებული ოსტატისა და კლდის ვეფხვად წოდებული, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში, სვანეთი. მემორიალური სახლ-მუზეუმი ხერგიანის მშობლიურ სახლში 1983 წელს მოეწყო.

მუზეუმის I სართულზე ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები: სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ფოტოები, ჯილდოები, საჩუქრები - მათ შორის ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, და სხვა.


ბიოგრაფია

მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი დაიბადა 1932 წლის 20 მარტს. მისი ნათლობის სახელი იყო ჩხუმლიანი. თავად ხერგიანი კი საკუთარ სახელზე შემდეგს ამბობდა: „სამი სახელი მაქვს. ჩემი ნამდვილი სახელია ჩხუმლიანი. ნათლობისას ეს სახელი ჩვენი შორეული წინაპრის საპატივცემულოდ დამარქვეს. ჩემი მეორე სახელია მინანი, ასე მეძახიან სახლში მამა, ძმები, დები, ახლო ნათესავები. ჩემი მესამე სახელი რუსულია — მიხეილი. მიშა, მიხეილი — ასე მომნათლეს ალპინიზმის ინსტრუქტორების სკოლაში, ჩხუმლიანს ვერ გამოთქვამდნენ“.

მიშა ბავშვობიდან მთების სიყვარულში იზრდებოდა. მამა ალპინისტი იყო, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო. მამის გარდა, ალპინისტები იყვნენ მისი ბიძა და ბიძაშვილი. მოზარდობისას მიშა მთებზე ასვლის აღტაცებულ ამბებს ისმენდა. და თავადაც იქით მიიწევდა — დადიოდა მთებში, ცოცავდა კლდეებზე და სამთო-სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული.

1969 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ალპინიზმში სსრკ სამგზის (1955, 1956, 1964) და კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის (1952, 1960, 1962, 1964, 1965 (აბსოლუტური), 1966, 1967) ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის.

მიხეილ ხერგიანი კლდეზე ცოცვაში სსრკ-ის ჩემპიონი შვიდჯერ გახდა. მან რთული კლდოვანი მარშრუტების სასწაული სისწრაფით გავლის უნარისათვის ინგლისელი მთამსვლელებისგან წოდება „კლდის ვეფხვი“ დაიმსახურა.

ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მისი სახელის უკვდავსაყოფად 1983 წელს მესტიაში გაიხსნა ხერგიანის მემორიალური მუზეუმი. 1976 წლიდან გაგრის მახლობლად ყოველწლიურად ტარდებოდა ხერგიანის მემორიალი (შეჯიბრება კლდეზე ცოცვაში). 1971 წელს კლდეზე ცოცვაში საკავშირო შეჯიბრებაზე დაწესდა ხერგიანის პრიზი. ხერგიანი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.


ხერგიანის დაღუპვა

1969 წელს მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად იტალიურ ალპებში გაემგზავრა, მწვერვალებზე რამდენიმე ეფექტური დალაშქვრის მიზნით. ბოლო მარშრუტი იყო მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. მასთან ერთად მოსკოველი ალპინისტი ვიაჩესლავ ონიშჩენკო იყო. პირველი ხერგიანი მიდიოდა. ერთ მომენტში ხერგიანი მოწყდა და დიდი ლოდების გროვასთან ერთად დაბლა ეცემოდა. ონიშჩენკო კლდის მეორე მხარეს იყო და მოწყვეტის მომენტი არ დაუნახავს. საშინელი ხმაურისა და ყვირილის ხმის გაგონებისას, მოემზადა იმისათვის, რომ თოკი მოწყდებოდა, მაგრამ მაშინვე იგრძნო, რომ თოკი დაჭიმული აღარ არის. თოკი ქვებმა გადაჭრეს, რომლებიც ხერგიანთან ერთად მოწყდა.

ხერგიანი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და ქვებზე დაეცა. ალპინისტის სხეული საშინლად დასახიჩრებული იყო. მიხეილის მამამ შვილის ამოცნობა მხოლოდ ქამრით შეძლო. ალპინისტი კი მხოლოდ 37 წლის იყო. სახლის ზედა ნაწილში, კლდის მსგავს კედელზე, ინახება ის ავბედითი თოკი, წითელი ფერის.

1969 წელს თურქესტანის ქედზე 4960 მ სიმაღლის მწერვალს მისი სახელი ეწოდა.

ხერგიანმა კულტურაშიც შესამჩნევი კვალი დატოვა. მასზე დაწერილია წიგნები, მოთხრობები, კომპოზიციები, იური ვიზბორმა და ევგენი ევტუშენკომ მას ლექსები მიუძღვნეს. ვლადიმირ ვისოცკიმ მიხეილ ხერგიანს მიუძღვნა შესანიშნავი სიმღერა К вершине.

თეგები: #ისტორია #კულტურა #მუზეუმი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!