ყვარლის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ანტიკურ ხანაში ამ მხარის რელიგიურ ცენტრს ნეკრესი წარმოადგენდა, რომელიც მეფე ფარნაჯომმა დაარსა (ძვ.წ. II-I სს). ნეკრესში შემორჩენილია დიდი კვადრატის სახელით ცნობილი მზის ტაძრის ნანგრევები. აქ მდებარეობს აგრეთვე მეფე თრდატის მიერ IV საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ტაძართაგან. განვითარებულ შუასაუკუნეებში ყვარელზე (კერძოდ გრემზე) გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. ამ პერიოდში გრემი კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით დღევანდელი ყვარლის ტერიტორიაზე ადრეულ შუასაუკუნეებში ჩამოსახლებულან ფშავლები სოფელ ყვარადან, რომელთაც ყვარლელები დაარქვეს. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ყვარელი. დღესდღეობით ყვარელში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგი მევენახეობაა. განვითარებულია აგრეთვე მეცხოველეობა და მეფრინველეობა. რაიონში მრავალი ღვინის ქარხანაა თავმოყრილი. აქ მდებარეობს კარგად ცნობილი ყურძნის მიკროზონა - „ქინძმარაული“. ყვარლის მუნიციპალიტეტი ტურისტულადაც განვითარებულია, აქ ფუნქციონირებს ტურისტულ-დასასვენებლი კომპლექსები - „ყვარლის ტბა“ და „ილიას ტბა“. ყვარელი სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ბუნების სილამაზით დიდ ინტერესს იწვევს და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.
გეოგრაფია და კლიმატი
ყვარლის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ყვარელი. ყვარელს ესაზღვრება თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა. რაიონისთვის მდინარეთა ხშირი ქსელია დამახასიათებელი, რომელიც მდინარე ალაზნითა და მისი შნაკადებითაა წარმოდგენილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვაკე და მაღალმთიან ნაწილებად იყოფა. ალაზნის ვაკე რაიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, მაღალი ადგილები კი კახეთის კავკასიონისა და მისი განშტოებების სახით გვხვდება. მნიშვნელოვან ოროგრაფიულ ერთეულებს წარმოადგენს მდინარეების დურუჯის, ჩელთის, ინწობისა და ბურსას ხეობები. მუნიციპალიტიტში კახეთის ლეშამბიანი ტყის ტიპია გავრცელებული. ტყეებში გვხვდება დაბლობის მუხა, ვერხვი, იფანი, მურყანი, რცხილა და სხვა. ზღვის დონიდან 1400 მ-მდე გვხვდება წიფლნარი. ყვარელი ფაუნის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აქაურ ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, არჩვი, შველი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, მელა და ა.შ. ფრინველებიდან აღსანიშნავია მწყერი, შურთხი და სხვა.
ყვარლის მუნიციპალიტეტი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს. დაბალმთიანი ზონისთვის ზომიერად ციხი ზამთარი და თბილი ზაფხულია დამახასიათებელი. საშუალომთიან ზონაში ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცივი ზაფხულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 3-4 °C-ა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5 °C.
რა ვნახოთ
ყვარლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვრცელი ხედები ალაზნის ველზე, ტყეები და ტბები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. შესანიშნავია დასასვენებლად ყვარლის ტბისა და ილიას ტბის კომპლექსები. ყვარელი ნამდვილად სამოთხეა კულტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვისაც. რაიონში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის მრავალი კულტურულ-ისტორილი მნიშვნელობის ძეგლი. მაღალ მთაზე განლაგებული ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებისგან შდგება (მათ შორისაა IV საუკუნეში მეფე თრდატის მიერ აგებული უძველესი ბაზილიკა), წინარექრიატიანული პერიოდის ნეკრესის დიდი კვადრატის სახელით ცნობილი მზის ტაძარი, ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში - გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ძეგლი საინტერესო და მრავალფეროვან სამყაროში მოგზაურობას გპირდებათ. ყვარლის ცენტრში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც მოიცავს ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკს, ილია ჭავჭავაძის მამისეულ სახლს, მარანს, თონეს, ბეღელს, წყლის წისქვილსა და მემორიალური ნივთების ექსპოზიციას.
ბუნება
კულტურული ძეგლები
ყველა ადგილის სანახავად დააჭირეთ აქ
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაI'm interested in one day tour to Kvareli Lake. Do you provide?
Hello, at the moment we don't have the tour to Kvareli lake, however you can contact guides on our website https://georgiantravelguide.com/en/guides and they will try to organize a private tour for you.