დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Salkhino, Dadiani Palace, Residence, დადიანების სასახლე, რეზიდენცია Salkhino, Dadiani Palace, Residence, დადიანების სასახლე, რეზიდენცია Salkhino, Dadiani Palace, Residence, დადიანების სასახლე, რეზიდენცია Salkhino, Dadiani Palace, Residence, დადიანების სასახლე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია Salkhino, Dadiani Palace, Residence, დადიანების სასახლე, რეზიდენცია Salkhino, Dadiani Palace, Residence, დადიანების სასახლე, რეზიდენცია Salkhino, Dadiani Palace, Residence, დადიანების სასახლე, რეზიდენცია

სალხინო - დადიანების სასახლის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია - ლევან დადიანისეული სასახლე სოფელ სალხინოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, მდინარე წაჩხურას ნაპირზე.

სალხინოს დადიანების სასახლე, ამჟამად პატრიარქის მარტვილის რეზიდენცია, მარტვილის ტურისტული სივრცის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. კომპექსი მოიცავს სასახლეს, დადიანების კარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, ჭადრის ხეებისა და ბზის კორომების დიდ ხეივანს გაშლილ მინდორზე და პარკს მოსასვენებელი სკამებით. ეზო ძალიან დიდი, ჩრდილიანი, მყუდრო და სასიამოვნოა.


ისტორია

სალხინოს სასახლესს მნიშვნელობით მესამე ადგილი ეკავა (ზუგდიდისა და გორდის რეზიდენციების შემდეგ). სამეგრელოს მთავრებს სალხინოში 1825-1826 წლებში, უბრალო ხის ოდა ჰქონდათ, სადაც  სამეგრელოს დედოფალი - ქვრივი ანა ცხოვრობდა. ხის ოდის სანაცვლოდ ლევან V დადიანმა ქვის ორსართულიანი სასახლე ააშენა, არჩილ ბატონიშვილის და გიორგი გეგელიას რჩევით. ისტორიული წყაროების მიხედვით, სასახლეს თურქები და ბერძნები აშენებდნენ, საჭირო მასალა კი გლეხებს მოჰქონდათ.

სასახლემ საბოლოო სახე ლევანის შვილიშვილის სალომე დადიანი-მიურატის დროს მიიღო, როდესაც პრინცესა სალომეს დედამისის – ეკატერინე დადიანი-ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით სალიპარიტიანო ერგო. სასახლის გვერდით დღესაც დგას სამეგრელოს მთავრის კაცია II დადიანის მიერ 1782 აშენებული ეკლესია (რესტავრირებულია). სასახლის ქვედა სართულის შუაგულში ჩატანებული უზარმაზარი ქვევრის გარშემო, დარბაზში გამართული იყო მუხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური ლამაზად მოჩუქურთმებული თაღით, რაც სავსებით ამართლებდა თავის სახელწოდებას "სალხინო. ი. მეუნარგიას სიტყვებით, "ამგვარი სასახლის აშენების აზრი უნდა მოსვლოდა ისეთ მთავარს, რომელსაც მთელი სიცოცხლე ლხინში და სიმ- ღერაში გაუტარებია". 

იონა მეუნარგია დადიანების სალხინოს სასახლეზე წერდა: „სასახლე ოჯალეშის ჯიშის ვაზის სამშობლოს მახლობლად, კალმახით განთქმულ მდინარე ჭეშურას ნაპირზე მდებარეობდა.

დადიანების სალხინოს სასახლეში ბოლო დიდი ზეიმი 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს ჰქონდათ.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #არქიტექტურა #მუზეუმი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
მაია რიჟამაძე
მაია რიჟამაძე

მოგესალმებით, მაინტერესებს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში რომ ტაძარი დგას ვისი სახელობისაა?

Georgian Travel Guide
Georgian Travel Guide

წმინდა გიორგის

Mary Bolkvadze
Mary Bolkvadze

გამარჯობა, მაონტერესებს ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი თუა და თუ არის შესაძლებელი ეზოში პიკნიკის მოწყობა?

giorgi gvelesiani
giorgi gvelesiani

გამარჯობათ. ეზოში შესვლა ფასიანია? და თუ შეიძლება შენობის დათვალიერება შიგნიდან

გამარჯობა, მაინტერესებს ამ ტერიტორიაზე ფერადი კვამლის გაშვება თუ შეიძლება ?

lela kurtanidze
lela kurtanidze

დაადიანების საზაფხულო რეზიდენციაში თუ არის გიდი და სასახლის დათვალიერება შესაძლებელია? თუ მხოლოდ ეზოში შედიან მოგზაურები და გარეთ ათვალიერებენ.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

გამარჯობა, მხოლოდ ეზოს დათვალიერებაა შესაძლებელი.

Natali Otarashvili
Natali Otarashvili

მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ეზოში შესვლა?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, დიახ, ეზოში შესვლა შესაძლებელია 💜

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სალხინო - დადიანების სასახლე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!