დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე სხვილოს ციხე

სხვილოს ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სხვილოს ციხე შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემოჭალასთან ახლოს მდებარეობს. მატიანეში ის პირველად X საუკუნეში იხსენიება. კახთა ერისთავი დაჩი და ივანე სხვილოსნებს ასახელებს კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად. XIV საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში აქ მათი რეზიდენცია იყო. XVII საუკუნიდან სხვილოს ციხე ისტორიულ წყაროებში უკვე ხშირად გვხვდება. 1629 წელს, შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა სცადა, რისთვისაც სხვილოს ციხეში გამაგრებული მეფე სიმონ II უნდა ჩამოეშორებინა. ამ ზურაბ ერისთავი ციხეში შეიპარა, სიმონ II მოკლა და მისი მოკვეთილი თავი მეფეს მიართვა. 1632 წელს, გამეფების შემდეგ, როსტომმა თეიმურაზი-ის მომხრეების, კერძოდ იოთამ ამილახვრის, გადმობირება მოინდომა. როცა მან სასურველს ნებით ვერ მიაღზია ციხე იერიშით აიღო. ამ ბრძოლებში სხვილოს ციხე-დარბაზი ძალიან დაზიანდა. სხვილოს ციხე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XVIII საუკუნეშიც. აქ რამდენჯერმე გამაგრდნენ ქართველები ლეკების, ოსმალებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლებში და გამარჯვებაც მოიპოვეს. 1905-1907 წლებში ციხე რევოლუციურად განწყობილი გლეხობის შეკრების ადგილად იქცა. XIX საუკუნეში სხვილოს ციხემ საფორტიფიკაციო დანიშნულება დაკარგა. სხვილოს ციხე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლია. გარდა კულტურული მნიშვნელობისა ის ლამაზი გარემოთიც გამოირჩევა, შემაღლებაზე აგებული ციხიდან ქართლის შესანიშნავი ხედები იშლება. სხვილოს ციხესა მის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული კადრები ცნობილი ქართული ფილმისა - “შერეკილები”.


არქიტექტურა

სხვილოს ციხე-დარბაზი შედგება შემდეგი ნაგებობებისგან: გალავანი, მთავარი კოშკი, კოშკი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, წყალსაცავი. ციხე ნაგებია რიყის ქვით. სხვილოს ციხის კომპლექსს მაღალი, სქელკედლიანი, ქონგურებიანი გალავანი აქვს შემოვლებული, რომელზეც გარედან მიშენებულია შვიდი ბურჯი. გალავნის კედლები ქვემოთ ყრუა, ზემოთ კი, ხის საბრძოლო ბილიკის დონეზე, სათვალთვალოები, სათოფურები, სალოდეები და მეომრების სადგომი ბაქნებია მოწყობილი. გალავნის ჩრდილოეთ მხარეს ხუთსართულიანი მთავარი კოშკი დგას. კოშკის ერთადერთი შესასვლელი პირველ სართულზეა, მიწის დონიდან 6 მეტრზე. მეოთხე სართული კედლების შემკვრელი ქვის კამარით ყოფილა გადახურული, დანარჩენ სართულებს კი ხის გადახურვა ჰქონდა. კოშკის სართულზე რამდენიმე სათოფურია განლაგებული. მეხუთე სართულზე ფართო გასასვლელია ხის შვერილ აივანზე, რომელიც ეზოს გადაჰყურებს. გალავანის სამხრეთ მხარეს შედარებით პატარა კოშკი დგას. მისი ქვედა ნაწილი ყრუა. შესასვლელი ეზოდანაა, მიწიდან 2 მეტრზე. პირველი და მეორე სართულები გადახურულია კამარით, ზედა სამ სართულს ხის გადახურვა ჰქონია. მეორე სართულის ყოველ კედელში სარკმელია. ზედა სართულებზე სარკმლებთან ერთად სათოფურებიცაა. მეორე და მეხუთე სართულებზე თითო კარია, რომლებიც ხის აივანზე გადიოდა. აივნები ამჟამად დანგრეულია. სხვილოს ეკლესია ორსართულიანი ნაგებობაა და ციხის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში დგას. თავიდან ის ერთსართულიანი ყოფილა, მოგვიანებით კი მეორე ეკლესია დაუშენებიათ. ორივე ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. ქვედა, წმინდა გიორგის ეკლესია, დარბაზულია, ნაგებია მოცისფრო ნატეხი ქვით. დასავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ეკლესია აუგიათ ზევდგენიძეებს ალექსანდრე I მეფობის დროს. ეკლესიას ნახევარწრიული აფსიდი ჰქონდა. დარბაზულია ზედა, წმინდა თევდორეს ეკლესიაც. ნაგებია რიყის ქვით. აფსიდი ტრაპეციის ფორმისა ჰქონია. ციხის შიდა, დიდი ეზოს დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებია. სახლი სამსართულიანი ყოფილა. ასეთი სამსართულიანი ნაგებობები ეზოს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მონაკვეთებშიც იყო. სამეურნეო შენობები კამარითაა გადახურული. შესასვლელები მიწიდან 5-6 მეტრზეა. დიდი ეზოს ცენტრში შემორჩენილია ოთხივე მხარეს მოქმედი ბუხარი. სავარაუდოდ აქ ორ ან სამ სართულიანი ნაგებობა იდგა. სხვილოს ციხე-დარბაზის დასავლეთ კედელთან კამარით გადახურული წყალსაცავია. ჩრდილოეთიდან მისკენ კერამიკული წყალსადენი იყო გამოყვანილი.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე სხვილოს ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!