დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია

თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია

თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარეობს. თეთროსანი ხინოწმინდის საეპისკოპოსოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი იყო. ეს სახელი თეთრი გიორგის კულტს უკავშირდება. სხვა ვერსიით საქართველოში თეთროსნით (თეთრით შემოსილი) იხსენიებოდა ღვთისმშობელი. არსებობს ვარაუდი, რომ წინარეისტორიულ ხანაში აქ საკულტო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ცნობილი იყო თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის ცნობით აკეთის მაცხოვრის ტაძარში გადაასვენეს თავდგირიძეებმა. ხატის წარწერაში მოხსენიებული პირების მიხედვით იგი სამეგრელოში უნდა იყოს შექმნილი და გურიაში კი მოგვიანებით მოხვდა. თეთროსნის კიდევ ერთი ხატი ძიმითში გადაიტანეს გუგუნავებმა. თეთროსანი მწიგნობრულ-კულტურული კერა იყო, აქ გადაიწერა XVI საუკუნის „თეთროსნის დავითნი“. თეთროსნის ძველი ტაძარი V-VI საუკუნეებს მიეკუთვნებოდა, თუმცა ამ ტაძრისგან მხოლოდ მცირე ნაშთია შემორჩენილი. ადრეული ეკლესიის ნანგრევების გვერდით XX-ს-ის 90 იან წლებში ახალი ეკლესია აშენდა.


არქიტექტურა

თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესია მოპირკეთებულია თლილი ქვით. ტაძარს სწორკუთხა სარკმლები აქვს, რომლებიც რელიეფური მოჩარჩოებითაა შემკული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები დეკორირებულია საფასადო დიდი, მოჩუქურთმებული ჯვრებით. იმავე ფასადებზე ფრთოსანი ლომისა და ვაზის რელიეფური გამოსახულებები გვხვდება. ტაძარს დასავლეთითა და სამხრეთით კარიბჭეები აქვს მიშენებული. შესასვლელები სწორკუთხაა. დასავლეთის კარიბჭის ფრონტონის არეში წმ. გიორგის დიდი ზომის რელიეფური გამოსახულება და ორი პატარა რელიეფია ჩასმული. რელიეფითაა დეკორირებული სამხრეთის კარიბჭეც. ეკლესიის ფასადებს სადა პროფილის მქონე ლავგარდანი შემოუყვება. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამსართულიანი სამრეკლო დგას. სამრეკლოს პირველი ორი სართული ყრუა და სარკმლებით ნათდება, მესამე სართული კი რვა თაღით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. აღნიშნული ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია ძველი ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილის ნანგრევი, რომელიც რიყის ქვითაა ნაგები.

მონასტერში ბერები ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ პურს აცხობენ და ცდილობენ საზოგაოდებას მიაწოდონ ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურის ცხობის შესახებ ინფორმაცია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ტურები აჭარაში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
lizi antadze
lizi antadze

კარგი იქნებოდა ფოტოზე დატანილ ფრესკებზე ბევრი რომ გესაუბრათ.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!