
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მეტეხის წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეტეხში მდებარეობს. იგი XVI-XVIII საუკუნეების დარბაზული ეკლესიაა. ტაძარი ნაგებია რიყისა და კლდის ქვებით. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის იატაკი, დარბაზთან შედარებით, ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესია სამ თაღზე დაყრდნობილი ნახევარცილინდრული კამარითაა გადახურული. ტრიუმფალური თაღი კაპიტელებზე გადასულ პილასტრებს ეყრდნობა, მეორე თაღი - კრონშტეინებს, მესამე კი - კაპიტელებსა და პილასტრებს. აფსიდის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთის ფასადიში სამი სარკმელია, ერთი სარკმელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი - შევიწროებული და სწორკუთხა, მეორე და მესამე სარკმლები სწორკუთხაა. შიგნიდან თაღოვანი და გარედან სწორკუთხა სარკმელია დასავლეთის ფასადზეც. აფსიდის ჩრდილოეთითა და სამხრეთით ნიშებია აღმოსავლეთ ფასადზე გამავალი ვიწრო სარკმლებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელიც შიგნიდან თაღოვანია, გარედან კი სწორკუთხა. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა