დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
5 (1)
Okrotskali Lakes | ოქროწყლის ტბები ოქროსწყლის ტბები, ოქროწყლია ტბები, დიდი ოქროწყალი, სვანეთი - okrotskali lakes, okrostskali lakes, large okrostskali, Svaneti IMG_2960 IMG_2641 IMG_2704 IMG_2812 IMG_2966 IMG_2970 IMG_2975 IMG_3008 ოქროსწყლის ტბები, ოქროწყლია ტბები, პატარა ოქროწყალი, სვანეთი - okrotskali lakes, okrostskali lakes, small okrostskali, Svaneti

დიდი და პატარა ოქროწყლის ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

ოქროწყლის ტბები ( იგივე ოქროსწყლის ტბები ) - დიდი ოქროწყლის ტბა და პატარა ოქროწყლის ტბა, მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთისა და აფხაზეთის საზღვარზე, ხოჯალის ქედის (კოდორის ქედის განშტოება) აღმოსავლეთ კალთაზე.

ოქროწყლის ტბების მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი და ამავდროულად ყველაზე შთამბეჭდავი მარშრუტია. ტბებითა და პანორამული ხედებით მოგვრილი სიამოვნება გადაფარავს ტბების სანახავად გაწეულს ძალისხმევას. დიდი ოქროწყალი ფირუზისფერია და შეგრძნებას გიტოვებთ თითქოს ზღვის ნაპირზე იმყოფებოდეთ, ხოლო პატარა ოქროწყალი უფრო მუქი ფერია.

ტბებამდე მისაღწევად საჭიროა ხაიშის თემის სოფელ ლუხამდე ჩასვლა, სადაც მიდის ნებისმიერი ტიპის ავტომობილი. საფეხმავლო ბილიკი სოფელი ლუხიდან 25 კმ-ში იწყება. სოფელი ლუხიდან ბილიკის დასაწყისამდე 25 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის (4X4) ავტომობილით, ან 20 კილომეტრის გავლა სატვირთო ავტომობილით რომლის დაქირავებაც შესაძლებელია სოფელში.

ბილიკის პირველი მონაკვეთი აფხაზეთისკენ მიმავალ სამანქანე გზას მიუყვება და ძველი სამანქანე გზითვე ეშვება ტყეში. ტყეში დაშვებიდან მალევე სამანქანე გზა ძველ მიტოვებულ ვაგონთან მთავრდება და გზიდან ბილიკზე ვინაცვლებთ. ბილიკი ტყის მონაკვეთში დაახლოებით 1 კმ სიგრძის არის და ხშირად გხვდებათ ტალახიანი მონაკვეთები. ტყის მონაკვეთის შემდგომ გავდივართ მინდორზე, რომლის სიგრძე დაახლოებით 1.5 კმ-ია და მაღალი ბალახებით არის დაფარული. ამ მონაკვეთზე კვალი ნაკლებად ეტყობა და გზის გაკვლევა შედარებით რთულია. ამ მინდვრების გვერდით მოჩანს საზაფხულო ძველი ქოხი, რომელსაც ადგილობრივების თქმით, აფხაზეთის ომის დროინდელი მძიმე ისტორიები უკავშირდება.

მინდვრის გავლის შემდგომ ბილიკი კვეთს მდინარე ორმელეთს, რომლის გადაკვეთის შემდეგ ბილიკი მიუყვება მცირე აღმართებს ტყისკენ, ბალახის სიმაღლეც ნელ-ნელა მცირდება. გზად ბილიკი პატარა ლამაზ ტყეში გავლის, სადაც მრავალი წლის უკანდელი წარწერებია ხეებზე.

ტყიდან გასვლის შემდომ ბილიკი გადის უზარმაზარ გაშლილ მწვანე მინდორზე, რომელიც კლდეებით არის შემოსაზღვრული და არაჩველებრივი ხედი იშლება თქვენს თვალწინ. მოსჩანს მდინარე ოქროსწყალი, რომელიც გადმოედინება 400 მეტრი სიგრძის ფერდობზე და ქმნის ჩანჩქერების კასკადს. ადვილი მისახვედრია რომ ეს ჩანჩქერების კასკადი პირდაპირ ოქროსწყლის ტბიდან გადმოედინება.

მინდვრის გავლის შემდგომ იწყება ბილიკის ყველაზე რთული მონაკვეთი, რომელიც ბოლო აღმართს წარმოადგენს. ბოლო აღმართზე ბილიკი არ ეტყობა, მიუყვება ჩანჩქერების კასკადს მარცხენა მხრიდან, არის ციცაბო, ზედაპირი არის ბალახითა და დეკით დაფარული, ადგილ-ადგილ შეგხვდებათ ქვიანი მონაკვეთებიც, გიწევთ ვერტიკალში 400 მეტრის აწევა, რომლის გადალახვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

დიდი ოქროწყლის ტბიდან პატარა ოქროწყლის ტბამდე გადასასვლელი მარშრუტი მეტად სახიფათოა. უნდა გადალახოთ ვიწრო ქედი, ძალიან ციცაბო ფერდობი და ახვიდეთ კლდეზე, რომლის რელიეფი წლიდან წლამდე იცვლება. ვერტიკალში გიწევთ 550 მეტრის აწევა და ორი უღელტეხილის გადალახვა, ერგზაშირას უღელტეხილი და მეორე 2900 მეტრი სიმაღლის უღელტეხილი, რომელიც წარმოადგენს საოკუპაციო ხაზს, აქ სვანეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გადის ადმინისტრაციული საზღვარი და აქედან იშლება თვალწარმტაცი ხედები აფხაზეთზე და კარგ ამინდში მოსჩანს ზღვაც.

საფეხმავლო ბილიკი საშუალო სირთულისაა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ ბილიკის ბოლო მონაკვეთი საკმაოდ რთულია, ბოლო აღმართი საკმაოდ ციცაბოა, რომლის გადალახვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აღმართის ბოლოს ნანახი გვავიწყებს ამ უკანასკნელს.


თეგები: #ლაშქრობა #ბუნება #ტბა #წყალი #ცხენტური #ცხენი #ჯირითი #მხედარი #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

42.960059 , 42.195953
ხანგრძლივობა: 3 დღე
ჯამური მანძილი: 20 კმ
სირთულე: რთული

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+63
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

გამარჯობა,

ორ კვირაში ვგეგმავ ოქროწყლების ტბებზე ლაშქრობას. მაინტერესებს რა მდგომარეობაა ბილიკზე. რას ფიქრობთ რამდენად მეწყერსაშიში ლოკაციაა, არსებობს თუ არა მსგავსი ტიპის საბრთხე.
ასევე როგორი სასიარულოა ლუხიდან ქოხამდე ფეხით, რამდენად რეკომენდირებული და დაფარვადია ერთ დღეში ქოხამდე და ფეხით წასვლის შემთხვევაშ არის თუ არა გზად დასაბანაკებლად რაიმე ადგილები. ასევე წყლის პრობლემა არ უნდა იყოს წესით.

ურალის დაქირავებას და ამ მონაკვეთის ურალით გავლასაც განვიხილავ და თუ მოგეპოვებათ საკომუნიკაციო ნომერი რომ გავიგო რა ჯდება დაქირავება და შევუთანხმდე, ან თვითონ ლუხში რომ ჩავიდე რამდენად შესაძლებელია რომ ადგილზევე ვიპოვნო ვინც აგვიყვანს. ურალის დაქირავებას ლუხში შევძლებ თუ ხაიშში? ადგილზე ძებნას უკეთესი იქნებოდა წინასწარ დავკავშირებოდი.

მადლობა წინასწარ 🥰

Davit Zumadze
Davit Zumadze

გამარჯობა,
მაღალი კლიენსის მქონდე ორხიდიანი ჯიპით სამანქანო გზას სრულად გავივლით? არის ისეთი რთული მონაკვეთები რომლის გავლა მარტო სატყეო ტრანსპორტით არი სესაძლებელი?
ასევე, ასაწევი სიმაღლიდან გამომდინარე წესით 2 დღეში მოსწრებადი უნდა იყოს ეს მარშუტი? თბილისიდან ტრანსპორტირების დროს თუ არ ჩავთვლით

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

უშუალოდ ლაშქრობას 2 დღე ეყოფა (თბილისიდან მგზავრობის გარეშე). 2 დღეში მოივლი დიდ ოქროწყალს, თუმცა პატარა ოქროწყალის მოსწრება ძალიან გაგიჭირდება. პატარადან დიდამდე გადასვლაზე მინიმუმ 2 საათი წაგივა და სახიფათო მონაკვეთი აქვს. კლდეზე გიწევს აფოფხება (წელს როგორ დაგხდება ვერ გაიგებ). მაღალი კლირენსით გამიჭირდება გითხრა. მე land Cruiser 78-ით სადამდეც შეიძლება მანქანა მივიდეს მივედი. იმის იქით გზა არ შედის. დაწერე მანქანის მარკა და მოდელი და შევეცდები გირჩიო შეხვალ თუ არა ბოლომდე.

irakli mataradze
irakli mataradze

სალამი მეგობარო , Honda CRV თუ შეძლებს ასვლას , ისე რომ მანქანა არ გავწიროთ

Zsolt Novak
Zsolt Novak

Hi! What do you think, is it possible to pass the 25 km section from village Lukhi to the beginning of the trail by Toyota Sequoia 4x4 SUV car? Are there difficult sections that can only be traversed by trucks?

Luka Chapidze
Luka Chapidze

გამარჯობა,
რაიმე რჩევას ხომ არ მომცემდით ამ მარშრუტზე. წყლის საკითხიც მაინტერესებს. მადლობა წინასწარ.

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, ამ მარშრუტზე წასვლას გირჩევთ იმ შემთხვევაში თუ ხართ გამოცდილი მოლაშქრე. უნდა გაითვალისწინოთ რომ რაღაც გარკვეული მანძილი დიდ ბალახებში გიწევთ სიარული, და შესაბამისად აუცილებელია კომფორტულად გეცვათ. მზისგან დამცავი კრემი წაიღეთ. მარშრუტზე წყალი გხვდებათ სამანქანე გზაზეც, ასევე გზად მდინარეების გადაკვეთა გიწევთ და მათი წყალიც ვარგისია დასალევად. უშუალოდ ტბაშიც ჩაედინება მცირე ნაკადული და მისი დალევაც შეგიძლიათ.

Guga Tavadze
Guga Tavadze

gamarjobat
mainteresebs saidan xdeba gasvla

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

მოგესალმებით, ლაშქრობას იწყებთ სოფელი ლუხიდან.

1 შეფასება
5
salome gugulashvili

💚

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე დიდი და პატარა ოქროწყლის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!