
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში მდებარეობს, ლესელიძის ქუჩის 3ა ნომერში. მუზეუმი 2007 წელს დაარსდა და მისი შენობა ნობელების ერთ-ერთ ოფისს წარმოადგენს.
ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი მდებარეობს სწორედ იმ შენობაში, სადაც XIX საუკუნის 80–იანი წლებიდან დაახლოებით 1917 წლამდე „ძმები ნობელების ნავთობსამრეწველო ამხანაგობის“ («нефтепромишленное товарищество братьев Нобель») სამუშაო ოფისი, იგივე „ბათუმის კანტორა“ იყო განთავსებული.
მუზეუმი ასახავს იმ ტექნიკურ მიღწევებს, რომლებიც ინერგებოდა ქ. ბათუმში XIX ს. ბოლოსა და XX ს. პირველ ნახევარში, ესაა პერიოდი, როცა ბათუმი თანმიმდევრულად ყალიბდება საერთაშორისო დონის სავაჭრო, საპორტო ქალაქად.
მუზეუმი წარმოგიდგენთ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ბათუმში, ძმები ნობელების, ბარონი ალფონს როტშილდის, მანთაშევის, შელენგოვსკის, კომპანია „ტრუდის“ და სხვათა მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალებს.
ეკონომიკურ ისტორიებთან ერთად, მუზეუმის თემატიკა ითვალისწინებს ქართულ-შვედური ურთიერთობების არაერთ საინტერესო დეტალს.
მუზეუმში გაეცნობით ბათუმის ოლქში საუფლისწულო მამულების განვითარების არაერთ საინტერესო ისტორიას, მათ შორის ჩინელი ლაო ჯინ ჯაოს ღვაწლს ბათუმის შემოგარენში; ჩაის პლანტაციებისა და მისი დამუშავების ტექნოლოგიებს XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე; განსაკუთრებით აღსანიშნავია თამბაქოს წარმოებასთან დაკავშირებული ისტორია, აგრეთვე მასალები ფოტოგრაფიის პირველი დიდოსტატის პროკუდინ-გორსკის შესახებ.
მუზეუმი ინფორმაციული თვალსაზრისით მრავალფეროვანი და საინტერესოა სხვადასხვა პროფესიით დაინტერესებული პირებისათვის.
სტანდარტული | 6 ლარი |
საექსკურსიო ინდივიდუალური | 15 ლარი |
საექსკურსიო გჯუფური (6-დან 30-მდე ვიზიტორი) | 10 ლარი |
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა