დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
gergetis-sameba-qazbegi gergetis-sameba-church 20191006_144258 20190614_131828 20191014_124443 20180603_163252 20180603_150615 IMG-20191006-WA0040

ერთ დღიანი ტური ყაზბეგშის შესახებ

ეძებთ განსატვირთ, ლამაზ ადგილს? მთები, სიმწვანე და რაც მტავარია სიგრილე, ამ ტურის გამუყოფელი ნაწილია!

მოგზაურთა კლუბი "Around Georgia" გთავაზობთ დაუვიწყარ, ერთ დღიან ტურს თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით.

ერთდღიანი ტური იწყება თბილისიდან და მიემართება სტეფანწმინდისკენ. გზად მოვინახულებთ ულამაზეს ჟინვალის წყალსაცავს, ანანურის კომპლექსს, სნოს ციხესა და მრავალ საინტერესო ადგილს, რომლებიც თქვენ გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

ულამაზესი ბუნება, პანორამული ხედები, პოზიტივი და დადებითი ემოციები თქვენი მოგზაურობის გაუყრელი ნაწილი იქნება.


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ვიმგზავრებთ გამართული მიკროავტობუსით, ყველა საჭირო რეგულაციების დაცვით. ჩვენი გუნდის წევრებს გავლილი აქვთ პირველადი დახმარების კურსები, და საჭიროების შემთხვევაში შეძლებელ დახმარების გაწევას. გზაში არ ვიღებთ ალკოჰოლურ სასმელებს და შეხვედრის ადგილას არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში. ვუჯერებთ გიდებს/ორგანიზატორებს, რომ ტურმა უფრო უსაფრთხოდ და მხიარულად ჩაიაროს.18 წლამდე მოზარდებმა, ტურში მონაწილეობის მისაღებად უნდა იქონიონ მშობლის წერილობითი თანხმობა.


რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით სპორტული/მოხერხებული სამოსი, თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანისამოსი. გაითვალისწინეთ რომ მივემართებით, მთაში, სადაც შედარებით გრილა, შესაბამისად იქონიეთ თბილი მოსაცმელი. ასევე იქონიეთ პირადი ჰიგიენის ნივთები და პირადი აფთიაქი (საჭიროებისამებრ).


სირთულე

ტურის სირთულე არის საშუალო. ფეხით გასავლელი მანძილი 1 დღის განმავლობაში არის 8 კმ.

გეგმა:

01

დღე 1

დილით თბილისში, ვიკრიბებით რუსთაველზე, ველოსიპედის ძეგლთან დილის 7:30 საათზე. ველოდებით მონაწილეების სრულ შეკრებას და 8:00ზე დავიძვრებით სტეფანწმინდის მიმართულებით. რადგანაც გრძელი გზა გვიწევს, გზაში შევაჩერებთ რამოდენიმეგან. პირველი გაჩერება ულამაზეს ჟინვალის წყალსაცავთან, შემდეგ მოვინახულებთ ანაურის ციხე-სიმაგრეს (ამჟამად მიმდინარეობს მომზადება სარეაბილიტაციო სამუშაობესატვის, მაგრამ ჩვენ დავათვალიერებთ და თან გავიგებთ ამ დიადი ციხის ისტორიას).
გუდაურს, როგორ გავცდებით გვხდება ულამაზესი ადგილები, გადასახედები, რომელთა გვერდის ავლა შეუძლებელია. გადავკვეთავთ ჯვრის უღელტეხილს და თერგის სათავეებს ვნახავთ, თქვენ გელოდებათ სნოს ციხე, ქვაში კვეთილი პორტრტები, ავალთ სოფელ გველეთის ჩანჩქერთან საფეხმალო ბილიკით, მოვინახულებთ გველეთის დიდ და პატარა ჩანჩქერს. უკანა გზაზე ავივლით გერგეთის წმინდა სამებაზე და დავტკბებით ხედებით, გავიგებთ ტაძრის ისტორიას, შევიგრძნობთ იმ უდიდეს სიწმინდეს, რომელიც ამ ტაძარში არის.
მხიარული და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღის შემდეგ დავბრუნდები თბილისში

ტრანსპორტი:

ტურის განმავლობაში გადავადგილდებით კომფორტული მიკროავტობუსით. გაითვალისწინეთ რომ მიკროავტობუსით მგზავრობისას უნდა გეკეთოთ პირბადე.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მთა #ბუნება #მონასტერი #უღელტეხილი #არქიტექტურა #ისტორიული ძეგლი #სათავგადასავლო ტურები #კომერციული შეთავაზება
შეთავაზება დასრულებულია
+995 599 31 80 15
ხანგრძლივობა: 1 დღე
ჯამური მანძილი: 8 კმ
სირთულე: საშუალო
18 წლამდე ასაკის მოგზაურთათვის:

არასრულწლობანი მოგზაურთათვის აუცილებელია თან იქონიონ მშობლის წერიობითი დასტური ტურში წამოსვლის თანხმობით.

გაუქმების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ დროს, მომსახურების დაწყებამდე. გაუქმების საკომისიო თარიღების მიხედვით იხილეთ ქვემოთ. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ 7 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე, რომლიდანაც შეასრულეთ გადახდა.

0%
1 კვირით ადრე
2020-07-30 07:30 -მდე
1 კვირით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 0%-ს.
0%
1 კვირით ადრე
2020-07-30 07:30 -მდე
1 კვირით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 0%-ს.
-30%
3 დღით ადრე
2020-08-02 07:30 -მდე
3 დღით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 30%-ს.
-50%
3 დღემდე
2020-08-06 07:30 -მდე
3 დღემდე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 50%-ს.

რუკა

Map placeholder

ფასები


1 ბილეთი 40 ლარი
2 ბილეთი

75 ლარი









ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

დასვი კითხვა

შეაფასე ერთ დღიანი ტური ყაზბეგში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

შეთავაზება დასრულებულია

დაჯავშნა

ჯგუფის წევრები
1
გადახდის მეთოდი
2
თანახმა ვარ მივიღო SMS შეტყობინებები Georgian Travel Guide -ისგან

სავალდებულოა მინიმუმ 1 ადგილის დაჯავშნა.

1
Visa Mastercad
Visa Mastercad
  • ახლა იხდი
  • ადგილზე იხდი
  • ძირითადი მომსახურება
  • დამატებითი მომსახურებები ()
  • მომსახურების საკომისიო
  • ჯამური ფასი

თქვენს ნომერზე გამოგზავნილია SMS კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ

კოდის მისაღებად გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ტელეფონი. ტელეფონის ნომრის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ Georgian Travel Guide -ისგან SMS ების მიღებაზე

SMS კოდი წარმატებით გამოიგზავნა

გმადლობთ! თქვენი ჯავშანი მიღებულია

ჯავშნის დეტალები გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე: . შეგიძლიათ იხილოთ ყველა ჯავშანი თქვენს პროფილში.

ჩემი ჯავშნები