დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ჯვარი, ჯვრის მონასტერი, მცხეთა - Jvari Monastery, Mtskheta qalaqi mcxeta mtskheta city qalaqi mcxeta mtskheta city qalaqi mcxeta mtskheta city

ერთდღიანი ტური მცხეთაშის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

საქართველოს უძველესი დედაქალაქი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ამიტომაც მშვენიერი იდეა იქნებოდა ერთდღიანი ან თუნდაც ნახევარდღიანი გასეირნება მცხეთაში. მცხეთის ტური შეგიძლიათ დაიწყოთ დღის საათებშიც და მოინახულოთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები: ულამაზესი სვეტიცხოვლის ტაძარი და მეექვსე საუკუნეში აშენებული ჯვრის მონასტერი, საიდანაც იშლება ქალაქის პანორამული ხედი მტკვრისა და არაგვის შესართავით. მცხეთის ისტორიული ძეგლები არის შუასაუკუნეების ეპოქის ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითები. ისინი ხაზს უსვამენ უძველესი ქართული სამეფოს მაღალი დონის კულტურას, რელიგიური ფიგურების ღირებულებას, როგორიცაა წმინდა ნინო. მისი ღვაწლი შემონახულია ქართველი, სომეხი, ბერძენი და რომაელი ისტორისკოსების მიერ. 1994 წელს მცხეთის ისტორიული მხარეები შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და ღირებულს ხდის თქვენს ერთდღიან მოგზაურობას მცხეთაში.


ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი თბილისიდან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. თბილისის ცენტრიდან ავტომობილით დაახლოებით 30-40 წუთი დაგჭირდებათ. მონასტერი ზემოდან გადმოჰყურებს მტკვრისა და არგვის შესართავს და ქალაქის ულამაზეს ხედს. ეს უძველესი მონასტერი VI საუკუნით თარიღდება და საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და გავრცელების სიმბოლოა. ტაძარსა და მის გარშემო არსებული გასაოცარი ხედის თავსებადობა მიუთითებს არქიტექტორის გემოვნებასა და ინტუიციაზე.რთულია წარმოიდგინო, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილი ჯვრის მონასტრის აშენებამდე, მის გარეშე.


სვეტიცხოველი

ჯვრის მონასტრიდან სვეტიცხოვლამდე 15 წუთის საავტომობილო გზაა. ქალაქში შესვლისას შეგიძლიათ ფეხით გაისეირნოთ, ეს საშუალებას მოგცემთ დაათვალიეროთ ქართული ანტიკვარები, ტრადიციული სამოსი, დააგემოვნით ცნობილი ქართული ღვინო, ტკბილეული ჩურჩხელა, რომელიც დამზადებულია კაკლის ან თხილისგან და ყურძნის წვენისაგან. ქუჩის ორივე მხარეს მაღაზიებში გამოტანილია სხვადასხვა ადგილობრივი სუვენირები. ცოტახანში კი თვალს მოჰკრავთ სილამაზით მოელვარე სვეტიცხოვლის ტაძარს. ის საქართველოში მეორე ტაძარია თავისი სიდიდით, სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ, რომლის ნახვაც თბილისში შეგიძლიათ. სვეტიცხოველი მეთერთმეტე საუკუნეში არქიტექტორმა კონსტანტინე არსუკიძემ ააშენა, თუმცაღა ამ ადგილზე პირველად აშენებული ეკლესია მეოთხე საუკუნით თარიღდება. სვეტიცხოველი მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული სილამაზის მქონე ეკლესიებს შორისაა დასახელებული.


სამთავრო

სამთავროს სამონასტრო კომპლექსი ქალაქის ცენტრიდან ისე ახლოსაა რომ სვეტიცხოვლიდან მხოლოდ 5წუთის გზაა ფეხით. IV საუკუნის პატარა ეკლესია ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ხოლო დიდ ეკლესიაში კიდაკრძალულია მისი თანამედროვეები, საქართველოს პირველი ქრისტიანი მონარქები მეფე მირიანი და ნანა დედოფალი.


შიო-მღვიმე

მცხეთიდან შიო-მღვიმის მონასტრამდე 9 კილომეტრია, ის ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. მონასტერი აშენდა VI საუკუნეში ასურელი მამის, შიოს მიერ. კომპლექსი შედგება რამდენიმე სტრუქტურისგან, რომლებიც VI-XII საუკუნეებითთარიღდება. მათ შორისაა დილეგი, სადაც თავად ბერი შიო 15 წლის განმავლობაში როგორც განდეგილი ცხოვრობდა, სიკვდილის შემდეგ კი აქ დაასაფლავეს.

თუ გაქვთ დრო და სურვილი ინახულოთ შემოგარენში მდებარე სხვა ადგილებიც, მიყევით მითითებულ ლინკს.


რა ვჭამოთ?

მცხეთა ცნობილია უგემრიელესი, ადგილობრივი ხინკალით. ეს გახლავთ ცომისგან დამზადებული ერთგვარი ტომარა, რომელშიც მოთავსებულია სანელებლებთან შეზავებული გატარებული ხორცი. ხინკალი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ტრადიციულ კერძად საქართველოში. მცხეთა, ეს ის ადგილია, სადაც იუნესკოს ძეგლების გარდა მსოფლიოში საუკეთესო ლობიოსაც ეზიარებით. მის დაგემოვნებას მცხეთის ნებისმიერ რესტორანში შეძლებთ, თუმცაღა “სალობიე’’ მათ შორის საუკეთესოა. რესტორნის სახელწოდება მოდის „ლობიო’’-დან. რესტორანი ქალაქის შესასვლელში (გამოსასვლელში) მდებარეობს და ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად საუკეთესო ადგილია. თუ უკვე იცით რომელია თქვენი საყვარელი ქართული კერძი, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ მრავალფეროვან მენიუში, მაგრამ თუკი ახალბედა ხართ, მაშინ ხაჭაპურით(ქართული პური, ყველის შიგთავსით), მწვადით ან ხინკლით უნდა დაიწყოთ. და რადგანაც სალობიეში იმყოფებით, მაშინ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ თიხის ქოთანში დამზადებული ლობიო ქართულ სიმინდის ფქვილის პურთან, მჭადთან ერთად. სალობიეში შეგიძლიათ შეხვიდეთ ლანჩისა თუ ვახშამისთვის, ან თუნდაც უბრალოდ წასახემსებლად. აქვე მითითებულია იმ ადგილების სია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ხინკალი, ხაჭაპური, ლობიო და სხვა ადგილობრივი კერძები.


ტრანსპორტი

მცხეთისა და მისი შემოგარენის დასათვალიერებლად ჩვენ გირჩევთ სხვადასხვა პირად ტრანსპორტს, გიდის/მძღოლის მომსახურებით ან მათ გარეშე. ნებისმიერი მარკის ავტომობილს შეუძლია წაგიყვანოთ თბილისიდან ძველი დედაქალაქის დასათვალიერებლად.

თეგები: #ისტორია #კულტურა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ერთდღიანი ტური მცხეთაში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!