
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრიხში გამოჩნდა პირველი Glamping კოტეჯი, სახელად - Glamping Georgia კრიხი. სიტყვა “Glamping” ჩვენი ეპოქის პირმშოა, აერთიანებს რა ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებს: გლამურსა და ქემფინგს. როგორ არის ეს შესაძლებელი? Glamping არის ადგილი, სადაც ველური ბუნება ერწყმის კომფორტის ზონას. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე შესაძლებელია მაქსიმალურად კომფორტულად დაისვენოთ პირდაპირ შუაგულ ტყეში, ველურ ბუნებაში. აქ ერთდროულად ხარ საოცრად ახლოს ბუნებასთან, და საოცრად ახლოს მდიდრულ და კომფორტულ დასვენებასთან.
ჯერჯერობით კრიხში მხოლოდ ორი კოტეჯია, და 2018 წლის ზაფხული პირველი მასპინძლობა იქნება დამსვენებლებისა. კოტეჯებს აქვს კარვისებური გადახურვის სისტემა. ორივე კოტეჯის შიგნით არის სველი წერტილი, მინი სამზარეულო -ტოსტერითა და მაცივრით, მინი სახლის კინოთეატრი, უფასო WIFI და საშხაპე. ამ ყველაფერს ერთვის ტერასა მთათა უმშვენიერესი ხედებით, და პატარა აივნები. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ მაღალრეიტინგულ სასტუმროში. თითო კოტეჯში 4 ადამიანს შეუძლია დარჩენა. წარმოიდგინეთ, წვიმიან ამინდში სხედხართ მინის კედელთან, უსმენთ საყვარელ მუსიკას, ან კითხულობთ წიგნს, თქვენს თვალწინ კი წვიმით გამოცოცხლებული ბუნება ყვავის. ბურუსი, ნისლი, წვიმის წვეთები, ეს ხომ ცალკე თერაპიაა…
რაც ყველაზე მთავარია, შეგიძლიათ კომფორტულად მოთავსდეთ თქვენს საწოლზე და უყუროთ ფილმებს. ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს? აგრეთვე, კოტეჯებს აქვს პატარა ბაღი, სტუმრებს შეეძლებათ აქ ველოსიპედით ისეირნონ, ან უბრალოდ იხეტიალონ ტყეში, იქნებ სადმე თეთრ კურდღელსაც გადააწყდნენ, გამუდმებით რომ სადღაც აგვიანდება?
დამატებითი ინფორმაცია:







გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა