დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
4.5 (2)
_DSC0161 IMG_3578 IMG_3615 IMG_3663 IMG_3762 IMG_3773

ჯუთა - აბუდელაურის ფერადი ტბები - როშკის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

ზაფხული საუკეთესო სეზონია საქართველოს მთებში სამოგზაუროდ. მზით გამთბარი ლანდშაფტი და თოვლის ადნობა 4000 მეტრის სიმაღლეზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ასვლას შესაძლებლობას გვაძლევს. ამისათვის მხოლოდ კარავი და წყალგაუმტარი ფეხსაცმელია საჭირო. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ხევიდან ხევსურეთში გადასასვლელი, ჯუთა - აბუდელაურის ტბების სალაშქრო ბილიკია. მარშრუტი იწყება ჯუთაში - ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში (ზღვის დონიდან 2200 მეტრი) და სრულდება როშკაში.

ჯუთაში მოხვედრა შესაძლებელია ავტოსტოპით, თუმცა ეს მარტივი არაა, რადგან უკანასკნელ 12 კილომეტრზე, სნოდან ჯუთამდე, ადგილობრივები ფაქტობრივად არ დადიან. აქ მხოლოდ ტაქსის მძღოლებსა და ტურისტულ გიდებს შეხვდებით. ასე რომ, თუ გზაზე დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი ან 12 კილომეტრის ფეხით გავლა არ გსურთ, უმჯობესია დაიქირავოთ ტაქსი სტეფანწმინდაში (ყაზბეგი).
ბილიკის დასაწყისში თქვენ შეგხვდებათ "ზეთა კემპინგი" და "მეხუთე სეზონი", რომლებიც დამსვენებლებს სთავაზობენ საკარვე ადგილებს, კომფორტულ ოთახებს, რესტორანს ეროვნული კერძებით, ცხენებს და მრავალ სხვა გასართობს. ბუნების სილამაზისა და მრავალფეროვანი, სასიამოვნო მომსახურების გამო აქ მრავალი ადამიანი მიდის შაბათ-კვირას, დასვენებისთვის, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და მშვენიერი ხედებით ტკბობისთვის. "ზეთა კემპინგის" შემდეგ, ბილიკი მდინარის მარცხენა მხარეს ჭაუხის მთისაკენ მიუყვება. 4 კილომეტრის შემდეგ, ბილიკი უხვევს მარცხნივ, აქ ნახავთ საკარვე ადგილს. ეს ადგილი ალპინისტების ბანაკია. აქ დაბანაკება ცუდი აზრია, თუ თქვენ მხოლოდ ორი დღე გაქვთ განსაზღვრული მოგზაურობისთვის. თუმცა თუ დრო პრობლემას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ დაბანაკდეთ და დატკბეთ ჭაუხების უმშვენიერესი ხედებით. თუ გზას განაგრძობთ, 3 კილომეტრის შემდეგ, ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე შეგხვდებათ მომდევნო საბანაკე ადგილი. თუ ამ ადგილს შებინდებულზე ან დაღლილ მდგომარეობაში მიაღწევთ, უმჯობესია ღამე აქ გაატაროთ, რადგან ასეთი კარგი ადგილი ბანაკისთვის აბუდელაურის ტბებამდე აღარ შეგხვდებათ, აქედან ტბებამდე კი საკმაოდ რთული გზის გავლა მოგიწევთ.

მეორე დღეს განაგრძობთ გზას ჭაუხის უღელტეხილისკენ, უღელტეხილზე ასასვლელად დაახლეობით ორი საათია საჭირო. შეეცადეთ, ახვიდეთ მაშინ, როცა არ იქნება ნისლი და ღრუბელი, რათა ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალება გქონდეთ. თქვენ წინ უმშვენიერესი ხევსურეთის ხეობა გადაიშლება, უკან კი საქართველოს დედოფალს (მყინვარს) და მწვერვალ შინოს დაინახავთ. უღელტეხილის შემდეგ გავლის შემდეგ ორი ვარიანტი არსებობს: შეგიძლიათ დაეშვათ ციცაბო ბილიკზე, მარჯვნივ, პირდაპირ თეთრ ტბასთან ან გამოიყენოთ უფრო მარტივი ბილიკი, რომელსაც ნაკლები დახრა აქვს და ქედს მიუყვება ლურჯი ტბისაკენ. ლურჯი ტბა იდეალური ადგილია კარვის გასაშლელად, რადგან იქვე არის სასმელი წყალი მდინარეების სახით, რომლებიც მწვანე ტბაში ჩაედინებიან. მწვანე ტბა ლურჯ ტბასთან ძალიან ახლოა, ასე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ. თეთრი ტბა ამ ორ ტბისგან 1 კილომეტრითაა დაშორებული და იქ მისვლას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება. გზა ქვიანია, მოგიწევთ მოზრდილ, უფორმო ლოდებზე გადავლა, რაც სიარულს ართულებს.
აბუდელაურის ფერადი ტბებიდან 7 კილომეტრში მდებარეობს პატარა სოფელი როშკა. იქ მისასვლელად საჭიროა მაქსიმუმ 2 საათი. შეგიძლიათ აქედანვე სცადოთ ავტოსტოპით შინ დაბრუნება. ასევე შეგიძლიათ განაგრძოთ გზა ჟინვალი-შატილის გზამდე, რომელიც როშკადან მხოლოდ 5 კმ-ით არის დაშორებული, აქედან ავტოსტოპით გამგზავრების გაცილებით მეტი შანსია.


სასარგებლო რჩევები

ამ მარშრუტის გასავლელად სასურველი სეზონია ივნისიდან ოქტომბრამდე. თუ თოვლზე სიარული დისკომფორტს გიქმნით, უმჯობესია აგვისტოში წასვლა. ბილიკი საკმაოდ კარგია, რადგან აქ ყოველდღიურად ბევრი ადამიანი დადის. ამ მარშრუტისთვის რეკომენდებული აღჭურვილობაა: წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო გაზის ბალონი წყლის ასადუღებლად, რადგან შეშა ზღვის დონიდან 2000 მეტრის ზემოთ არ მოიპოვება. ასევე ძალიან სასარგებლოა თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი, რადგან მთის ამინდი არაპროგნოზირებადია. ჯუთაში არ არის მობილური კავშირი, ამიტომ სჯობს რუკები მობილურის ქეშ მეხსიერებაში შეინახოთ, თუ მობილურ აპლიკაციას იყენებთ ნავიგაციისთვის. გარდა ამისა, უმჯობესია თან იქონიოთ გარე დამტენი თქვენი მობილური ტელეფონებისთვის. წყლის დიდი მარაგი საჭირო არ არის, ამ მარშრუტზე მრავლადაა მდინარეები, რომლის სასმელად გამოყენება უსაფრთხოა, თუ ირგვლივ ცხენები და ძროხები არ იმყოფებიან. რეკომენდებულია საკვების შეძენა სტეფანწმინდაში ან თბილისში, რადგან მთებში ფასები ძვირია და არ არის ფართო არჩევანი.

მარშრუტი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე. თუ გჭირდებათ დამატებითი დახმარება ან უბრალოდ გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, დატოვეთ კომენტარი.


თეგები: #ლაშქრობა #ტბა #წყალი #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

42.579803 , 44.745542
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 22 კმ
სირთულე: მარტივი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+64
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

გამარჯობა, როშკის გადასახვევამდე რითი შეიძლება მივიდე? რამე საშუალება თუა ტრანსპორტის (მარშუტკის, ცოტა ბიუჯეტურის) მაქამდე რო მიმიყვანოს და მერე ფეხით განვაგრძო? თუ მხოლოდ თიანეთის მარშუტკას თუ გავყვები და მერე გადასახვევზე ფეხით უნდა გავაგრძელო ან აუტოსტოპით ვინმე თუ გამიყოლებს ეგ ვცადო? შუა კვირაში რო წავიდე მოძრაობა მაინც არის რო რამე? მადლობა

Nika Devdariani
Nika Devdariani

ტრეკი გადმოვწერე და არ იხსნება მობილურში. გუგლ მაპის გარდა რამე სხვა აპი უნდა?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

გამარჯობა. Google Map-ში არ გაიხსნება ტრეკი. გჭირდებათ სხვა აპლიკაცია. მაგალითად: GPX viewer, Osmand, Gaia, Fatmap... მსგავს აპლიკაციებში შეძლებთ ტრეკის გახსნას. 💜

გამარჯობა, ჯუთადან თეთრ ტბამდე რამდენი კილომეტრია ? ლურჯი და მწვანე ვნახე ხევსურეთის მხრიდან, თეთრი დამრჩა სანახავი და მინდა ჯუთადან მისვლა, დაახლოებით რა დროს მოვანდომებ? დიდი მადლობა წინასწარ

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

გამარჯობა, საშუალოდ მოსიარულე მოლაშქრე ერთ დღეს ანდომებს უღელტეხილის გადავლას ჯუთიდან თეთრ ტბამდე (7-8 საათი). თეთრ ტბაზე უკეთესი სანახაობა უღელტეხილიდან ხედებია. თეთრი ტბიდან უჯობესია როშკის მხრიდან დაბრუნბდე შინ.

დიდი მადლობა ^^

მურღუ მურღუ
მურღუ მურღუ

ჯუთამდე პატარა მანქანით თუ არის შესაძლებელი მისვლა? (ივლის-აგვისტოს თვეში)

დავით მესხი
დავით მესხი

მოკლე ბაზის მქონე სედანს თუ გაიმეტებთ კარგ ამინდში ახვალთ. პირადად მე არ წავიდოდი სედანით.

მურღუ მურღუ
მურღუ მურღუ

მადლობა დიდი!

სანდრო ჩხეიძე
სანდრო ჩხეიძე

გამარჯობა,
მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია იგივე მარშუტის როშკას მხრიდან გავლა ჯუთასკენ?
ასევე, ტბებთან თუა საკარვე ადგილები ან თუარა ერთ დღეში თუმოესწრება უღელტეხილზე გადასვლა?
მადლობა წინასწარ.

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

კი შესაძლებელია, თუმცა როშკას მხრიდან გადასვლა უფრო რთულია, რადგან ტბებიდან უღელტეხილზე ადის ძალიან რთული ბილიკი რადგან დიდი სიმაღლის აწევა გიწევთ სწრაფად. ჯუთადან უფრო მარტივია რადგან ნელ-ნელა ადიხარ უღელტეხილზე.

საბანაკეს რაც შეეხება ლურჯ ტბასთანაც შეიძლება დაბანაკება და უღელტეხილს რომ გადაივლით იქაც. თუ ტბებზე დაღლილები ახვალთ სჯობს ლურჯ ტბასთან დაბანაკდეთ და მეორე დღეს ძალიან ადრე დაიწყოთ რომ 5-6 საათში მაინც გადაიაროთ უღელტეხილი და საღამოს ჯუთაში იყოთ.

თუ ადრე მიხვალთ ტბებთან გადაიარეთ ბარემ უღელტეხილი და ცოტას რომ დაეშვებით იქვე დაბანაკდით სადმე.

მთლიანი მარშრუტის ერთ დღეში მოსწრება თითქმის შეუძლებელია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის.

სანდრო ჩხეიძე
სანდრო ჩხეიძე

მადლობა ძალიან დიდი

koba khokhiashvili
koba khokhiashvili

მოგესალმებით,
მაინტერესებს, ფეხით სნოს გადასახვევიდან რამდენი დრო დამჭირდება ჯუთაში ასასვლელად და საბანაკე ადგილებში ცეცხლის დანთება თუ შეიძლება და ადგილზე შეშა თუ იშოვება?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

მოგესალმებით კობა, სნოს გადასახვევიდან ჯუთამდე 15 კმ-ია გასავლელი. ფეხით დაახლოებით 4-5 საათი დაგჭირდებათ. საბანაკე ადგილები ამ მარშრუტზე არის ალპურ ზონაში სადაც შეშას ვერ იშოვით. უმჯობესია თან იქონიოთ სალაშქრო გაზქურა.

Elene Nikolaishvili
Elene Nikolaishvili

გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად რეალურია დამწყები მოლაშქრეებისთვის ერთ დღეს ჭიუხვებში დაბანაკება და მეორე დღეს უღელტეხილზე ასვლა და ისევ უკან ჩამოსვლა? შესაძლებელია თუ არა რომ კარგ ამინდში უღელტეხილამდე გზა აგებნეს?
მადლობა წინასწარ :)

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

დიახ, შესაძლებელია. რუკაზე ნაჩვენებია ორი საბანაკე ადგილი ჯუთას მხარეს, შეგიძლიათ დაბანაკდეთ ამ ორიდან ერთ-ერთ ადგილას. რაც შეეხება გზის არევას, მთაში გზა შეიძლება პროფესიონალსაც აერიოს GPS მოწყობილობის გარეშე. გირჩევთ დააყენოთ რომელიმე აპლიკაცია და ჩაწეროთ ამავე მარშრუტზე მოცემული GPX ტრეკი (იხილეთ რუკის ტაბი).



ჩვენივე საიტზე შეგიძლიათ ნახოთ სტატია GPS აპლიკაციებზე და მათი გამოყენების შესახებ.

მაინტერესებს მანქანით რო წავიდე სანამდე მივალ მანქანით //

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

ეს მარშრუტი არ არის წრიული, შესაბამისად რეკომენდებული არ არის მანქანით მისვლა. თუმცა თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ მანქანით მიხვიდეთ და შემდეგ ისევ უკან, მანქანასთან დაბრუნდეთ მაშინ ჯუთას მხრიდან ჯუთამდე შეიძლება 4X4 მანქანით მისვლა.



ხოლო თუ მეორე მხრიდან, როშკაში გსურთ მანქანით მისვლა, აქაც მიდის 4X4 მანქანა. მას შემდეგ რაც არხოტის გზა გაიყვანეს უკვე შესაძლებელია მანქანით გასცდეთ როშკას და დამატებით 2-3 კილომეტრით მიუახლოვდეთ აბუდელაურის ტბებს.

DaTours Georgia
DaTours Georgia

ჯუთადან დილით რომ დავიწყოთ , აბუდელაურის ტბებს ვნახავთ და უკან, ჯუთაში დაბრუნებას მოვასწრებთ?

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

ეგ თითქმის შეუძლებელია საშუალო დონის მოლაშქრეებისთვის. შეგიძლიათ ახვიდეთ უღელტეხილზე და იქედან გადახედოთ ტბებს, შემდეგ კი უკან დაბრუნდეთ.

მაგრამ თუ უღელტეხილიდან ტბებზე დაეშვებით უკან დაბრუნებას ვეღარ მოასწრებთ.

2 შეფასება
4.5
Ucha Gviniashvili

This route is great for beginners, because it's super beutiful and not so hard.

If you are a beginner and want to enjoy stunning views of Khevaureti region, pak your backpack and get there. You will get tired but this experience will remain in your mind forever.

natia lomineishvili

ამ მარშრუტის გავლა უმჯობესია ივნისი ივლისის თვეში, როცა თოვლი ახალ დანადნობია, ჭაუხები კი ჯერ კიდევ თოვლით არის შემოსილი, თქვენს წინ იშლება უმშვენიერესი ხედი და ეს ხედი არეკლილი სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ ფორმის ტბებში , რომელიც საუცხოო სანახავია.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჯუთა - აბუდელაურის ფერადი ტბები - როშკა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!