დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია მცხეთის ჯვარი კალოუბნიდან არმაზის ციხე და არმაზის მონასტერი კალოუბნის ეკლესიიდან კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია მცხეთის ჯვარი კალოუბნიდან ხედი კალოუბნიდან კალოუბნის ფრესკები კალოუბნის ფრესკები კალოუბნის ფრესკები კალოუბნის ფრესკები გზად კალოუბნისკენ კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მდებარეობა

კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კილომეტრზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, მცხეთა-შიომღვიმის საავტომობილო გზის მახლობლად. ეკლესია აგებული და მოხატულია XII საუკუნეში. 1975 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
ეკლესიასთან მისვლა შესაძლებელია მანქანით. გზის ბოლო მონაკვეთი გრუნტიანია.


რას ნახავთ

თუკი კალოუბნის ეკლესიას ესტუმრებით პატარა, საყვარელი ეკლესიის და მისი სადა და საინტერესო მხავტვრობის გარდა შესანიშნავი ხედებითაც დატკბებით. ეკლესია საკმაოდ მაღალ მთაზეა და გარშემო დიდი სივრცეები იშლება. შორს მცხეთის ჯვარი მოჩანს, ეკლესიის პირდაპირ, მტკვრის მეორე მხარეს კი არმაზის ციხეს და არმაზის ღვთისმშობლის მონასტერს დაინახავთ.
ეკლესიის გვერდით ერთი ხნიერი, შუაზე გახლეჩილი, თითქმის ძირის გარეშე დარჩენილი ხეა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიმწვანეს. ეს ხე ისე გამოიყურება თითქოს მთლიანი არქიტექტურის ნაწილი იყოს და უფრო მეტ სიმყუდროვეს და ცოცხალობას მატებს მთის წვერზე შემოსკუპებულ ციცქნა ეკლესიას.


არქიტექტურა

ეკლესია დარბაზულია (4,51 X 2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე სართულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია.
ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხეველი გამოყოფილია აგურის კანკელით. სატრაპეზოს ქვის წყობაში ჩატანებულია სტელის ფრაგმენტი (ადრინდელია). აქვეა ქვის ემბაზი. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. შესასვლელის თავზე გაჭრილი სარკმელი მინაშენის მეორე სართულის სათავსში გადის.

მხატვრობა

ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XII საუკუნეში. ფრესკებზე გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი, სადღესასწაულო ციკლის ხუთი სცენა (ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება და ფერისცვალება),წმინდანთა სადიდებელი კომპოზიციები, თეთრ ცხენზე მჯდომი ტრიუმფატორ წმინდა გიორგის ფიგურა, წმინდა დედათა ნახევარფიგურები, წაბლა ცხენზე მჯდომი წმინდა თევდორეს ფიგურა,წმინდა მამათა ნახევარფიგურები, წმინდა გიორგი პატრიცის სახით, წმინდა დიმიტრი და წმინდა დედის ნახევარფიგურა.
მხატვრობა მონუმენტური და მშვიდია, მაგრამ შეიმჩნევა დეკორაციულ-დინამიური სტილისაკენ გადახრა (რეგისტრებს შორის შეუთანხმებლობა, გამოსახულებათა სხვადასხვა მასშტაბი, ფიგურათა სხვადასხვაგვარი შეთანხმება სივრცესთან, თავისუფალი ადგილების შევსება ნახევარფიგურებით). ხაზი მოძრავი და დენადია. კოლორიტი გამოირჩევა დახვეწილი ფერადოვანი გამით – ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ბაცი მწვანე ფერები შეხამებულია მოწითალო ყავისფერთან.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
ლაშა ავალიანი
ლაშა ავალიანი

გამარჯობათ, კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია ფუნქციონირებს? 2018 წლის 23 ნოემბერს ვიყავით მეგობრები და ეკლესია დაკეტილი იყო...

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!