დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ხატისსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია ხატისსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია ხატისსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია ხატისსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია

ხატისსოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

ხატისსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში.

ტაძრის დასავლეთ კედელზე მოთავსებული ვრცელი წარწერებიდან ვიგებთ, რომ ეკლესია აუგია ბოლნისის ხევის გამგებლის თურმანბეგ თურმანიძის მეუღლის ქეთევანს ქმრისა და შვილის გარდაცვალების შემდგომ ქართლის მეფის ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის მეფობის დროს (1658-1675 წწ). ამავე დროს უნდა იყოს აგებული „სასახლეც“. ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აშენებულია ბოლნისის ტუფის თლილი ქვით. წყობა სწორხაზოვანია. ეკლესია დაბალ ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კედლები დასრულებულია მარტივი კარნიზით. გადახურულია კრამიტით. კარი დასავლეთის მხრიდან აქვს, რომელიც მოჩარჩოებულია. გვერდებზე მოცემულია ოთხი შეწყვილებული ლილვით გადმოცემული სვეტები თავისი ბაზითა და კაპიტელით, რომელსაც ეყრდნობა ორმაგი ლილვის თაღი. ეკლესიას ორი სარკმელი აქვს: დასავლეთის და აღმოსავლეთის. აღმოსავლეთის სარკმელი გარედან სწორკუთხაა, დასავლეთის - თაღოვანი. ორივე ორმაგი ლილვის ჩარჩოში ჩასმული რელიეფებითაა გაფორმებული. დასავლეთის სარკმლის თაღის ორივე მხარეს თითო ლილვიანი კოპია მოცემული. დასავლეთის ფრონტონი დამატებით გაფორმებულია რელიეფურ კოპზე დასმული ერთმანეთის პირისპირ მოცემული არწივის თუ მტრედის რელიეფებით და ორნამენტული ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულებით. კარის თავზე სამი დამოუკიდებელი წარწერაა მხედრულით შესრულებული, რომლებიც ასე იკითხება: „...ზე ადიდოს ღმერთმან მეფეთ-მეფე პატრონი შაჰნავაზ და დედოფალთ დედოფალი პატრონი მარიამ. ჩვენ თურმანიძე თურმან და მეცხედრე ჩვენი ქეთევან ყიზილბაშში ვიყვენით და როდისაც ბედნიერმან ყაენმან წყალობა უყო და მეფე როსტომ ქართლს სამეფოდ გამოგზავნა, ჩვენც წყალობა გვიყო და თან გამოგვატანა და გვიბოძა ჩვენი მამული სამკვიდრო და ხატისსოფელი აოხრებული დაგუიხუდა. ბედნიერის ყეენისა და როსტომ მეფის წყალობითა, ისრევ აღვაშენეთ და ასრე ვათარხნეთ საქართველოს მეფეთა და მეპატრონეთაგან. არა ეთხოებისრა არა საური, არა კოდის პური, არა საბალახე, არა კულუხი, არა სახელმწიფო სათხოვარი არა ეთხოებისრა ერთის ლაშქარ-ნადირობისგან მეტი. მოვძულდი ღმერთსა მე, ქეთევან და მოიწია ჩემზედა განგება რისხვა ღმრთისა და ამ სოფლით გარდახდა პატრონი ჩემი და შვილი ჩემი გედალი, დავრჩი უძეოდ, აქა მიიცვალა, აღვაშენე ყოვლად წმიდისა ტაძარი სულისა მისისა სახსრად. ეჰა, უბიწო ბიწშეუხებელო, რომელმან დაიტიე დაუტევნელი ქრისტე, მეუფე ღმერთი ჩვენი, შეიწირე მცირე მისართმეველი ესე და ნაცვლად მიუგე გედალისა მოწყალება შენი და ისმინე ხმატკბილი სამეუფო.“ დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ კიდეში კიდევ ერთი წარწერაა: „ქ. მოიხსენე უფალო ამის ოსტატი ღარიბჯანა ამინ“. კარის მარჯვენა მხარეს ჩასმულია მეოთხე წარწერა: „ნიკოლოზ უფალო შეიწყალე, ქა~ ტნიე~“ (1677 წ). ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. ინტერიერი კირით იყო შელესილი (ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია, რადგან ეკლესია დაკეტილია). ეკლესიას გალავანი შემოუყვება, რომლის სამხრეთი კედელი ორსართულიანი ნაგებობის კედელს წარმოადგენს. ნაგებობა ხის ოთხკუთხა ძელების სართულშორისი გადახურვა ქონია. პირველ სართულზე, რომელიც როგორც ჩანს ერთიან სივრცეს წარმოადგენდა, დატანებულია ოთხი ბუხარი და რვა სწორკუთხა ნიშა. ნაგებობა ნაწილობრივ დამუშავებული ტუფის კვადრების სწორხაზოვანი წყობითაა ნაგები კირ-დუღაბზე. გალავნის ჩრდილოეთ კედელში ჩასმულია ადრე შუა საუკუნეების სტელის ბაზისი ჯვრის გამოსახულებით.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხატისსოფლის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!