
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ხოჯორნის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში მდებარეობს. იგი განვითარებული შუასაუკუნეების (X-XV სს) ძეგლია. ტაძარი გუმბათიანი, გეგმით „ნახევრად თავისუფალი“ ჯვრის ტიპის ნაგებობაა. სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავები სწორკუთხაა, ხოლო აღმოსავლეთის მკლავი აფსიდითაა დაბოლოებული. საკურთხეველს ორივე მხარეს აფსიდიანი სათავსოა. ტაძრის ინტერიერი ოთხივე მკლავში გაჭრილი თითო მაღალი, შიგნითკენ გაფართოებული სარკმლითა და გუმბათის ოთხი სარკმლით ნათდება. მკლავთა გადაკვეთაზე თარო-ცერობიან იმპოსტებს ოთხი შეისრული თაღი ეყრდნობა. კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებიც სუფთად ნათალი ტუფითაა გამოყვანილი. აფრებს ზემოდან საზღვრავს ორმაგი გრეხილი ლილვით მორთული შვერილი თარო-სარტყელი. საკურთხევლის აფსიდი სამი საფეხურითაა შემაღლებული. ტაძრის კედლებში ჩაშენებულია შუასაუკუნეების ქართული სტელების ფრაგმენტები. გარდა სტელებისა კედლებში ჩადგმულია და იატაკზე აწყვია სომხური ხაჩკარების ფრაგმენტები. გამორჩეულია აღმოსავლეთის ფასადი, რომელზეც სამი სარკმლის ღიობია გაჭრილი. ცენტრალური სარკმელი მუქი ფერის ტუფის ქვითაა გამოყვანილი. სარკმლის თავსართზე ორფიგურიანი საქტიტორო კომპოზიციაა გამოკვეთილი - დიდებულსა და სასულიერო პირს მაღალი რელიეფით ნაკვეთი ეკლესიის მოდელი უჭირავთ. რელიეფი წითლიდაა დაფერილი და განმარტებითი სომხური წარწერები ახლავს. ამ კომპოზიციის ქვემოთ, სარკმლის მარცხენა წირთხლზე, ხელებგანპყრობილი მცირე ზომის მამაკაცის გამოსახულებაა შემორჩენილი. შესასვლელი ორია - სამხრეთითა და დასავლეთით. დასავლეთის შესასვლელს ამჟამად მიწის დონე მთლიანად ფარავს. ეკლესიას უმეტესად ერთი ტიპის ლილვის, წრეთარგისა და თაროსაგან შემდგარი ლავგარდნები ამკობს. ეკლესია ნაგებია თეთრი ფერის გამარმარილოებული კირქვის არასწორი ფორმის ნამტვრევი ქვით. ნაგებობა ქვის ლორფინებით ყოფილა გადახურული. ტაძრის ირგვლივ ძველი საფლავის ქვებია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა