დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
5 (2)
ხვამლის მასივი ხვამლის მასივი ხვამლის მასივი ხვამლის მასივი ხვამლის მასივი ხვამლის მასივი ხვამლის მასივი ხვამლის მასივი

ხვამლის მასივის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ხვამლის მასივი ლეჩხუმში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. იგი ორმაგი კუესტაა. მასივი სამხრეთისკენ 300 მეტრის სიმაღლის ქარაფს აჩენს, სადაც ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი მდებარეობს. ხვამლი შერეული ტყითაა შემოსილი. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი და ყინულოვანი მღვიმე - ბოგა. ხვამლზე დგას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ყოველ წელს იმართება დღესასწაული ხვამლობა, ამ დროს ხვამლის ეკლესიას უამრავი ადამიანი სტუმრობს. მთიდან უკიდეგანო გაშლილი ხედი იშლება, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ხვამლის ერთ-ერთ გამოქვაბულში შემორჩენილია წითელი საღებავით შესრულებული განვითარებული შუა საუკუნეების ნახატი გამოსახულებები. ხვამლის მასივის შესახებ სხვადასხვა ისტორიულ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, მათ შორისაა ქართლის ცხოვრება: “მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად... და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა” - როგორც ჩანს ხვამლის კლდეში ქართველ მეფეთა განძთსაცავი ყოფილა. მას ასევე იხსენიებს ფრანგი მწერალი ჟიულ ვერნი სათავგადასავლო რომანში - “შეუპოვარი კერაბანი”, ცნობილ მითთან დაკავშირებით (ლეგენდის თანახმად ხვამლზე მიაჯაჭვეს პრომეთე): “ამ მთებში, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტს თანამედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენას შვილი პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი, ზევსის ბრძანებით მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტის გულ-ღვიძლს”. ხვამლის მთა ულამაზესი ბუნებით, საინტერესო ისტორიითა და მისტიკურობით ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია საქართველოში და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. კლდოვანები, მინდვრები, ტყეები, საოცარი ხედები და მითებისა და რეალობის საზღვარზე მოგზაურობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ნებისმიერ მნახველზე.

თეგები: #მთა #ბუნება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ლეჩხუმში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
2 შეფასება
5
Senti mental

მართლაც რომ ულამაზესი ბუნებით და მისტიკურობით გამოირჩევა ხვამლის მთა. ❤️

tamari თამარი

ულამაზესი ხვამლის მთა

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხვამლის მასივი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!