
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ქობულეთი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ქალაქი და კურორტია. იგი ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მეტრზე მდებარეობს. ეს შესანიშნავი ადგილია ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის. აქ მზიანი სანაპიროები, კეთილმოწყობილი სასტუმროები, ბარები, კლუბები და რესტორნები დაგხვდებათ, სადაც განტვირთვას, გართობას, უგემრიელესი კერძების დაგებოვნებას და დროის მრავალფეროვნად გატარებას შეძლებთ. ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა რბილი, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,4°C, იანვრისა - 4,8°C, ივლისისა კი - 22,4°C. ქობულეთმა 1923 წელს კურორტის სტატუსი მიიღო, 1944 წელს კი- ქალაქის სტატუსი. ლამაზი პარკები, მოლივლივე ლურჯი ზღვა და განვითარებული ინფრასტრუქტურა საუკეთესო გარემოს ქმნის დაუვიწყარი დასვენებისთვის. ქალაქში შეგიძლიათ ეწვიოთ ქობულეთის მუზეუმსაც, სადაც რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალაა წარმოდგენილი. ქობულეთს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
შუასაუკუნეებში, XIII საუკუნემდე ქობულეთი ქობულიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. აქედან უნდა მომდინარეობდეს მისი სახელწოდებაც. ქობულეთი გვიან ფეოდალურ ხანაში გურიის სამთავროში ტყვეთა ყველაზე დიდი ბაზრობის ადგილს წარმოადგენდა. XVII საუკუნის შუა წლებში ქობულეთი და მისი შემოგარენი გურიელებმა თავდირიძეებს უბოძეს, რომლებიც მას XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე ფლობდნენ. ქუჩუქ-კაინარჯის ზავის შემდეგ ქვემო გურია და ქობულეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა და ქალაქს თურქული სახელი ჩურუქ-სუ ეწოდა. 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქობულეთი ელიტურ კურორტად იქცა. ზღვისპირა ზოლი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს განკარგულებით საუკეთესო მთავარსარდლებს გადაეცა, რომლებმაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლის გაშენება დაიწყეს მდიდრული აგარაკებით. 1890-იან წლებში ქობულეთს ბათუმის ოლქისა და ოზურგეთის მაზრის მოსახლეობა იყენებდა სარეკრეაციო და სამკურნალო დანიშნულებით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა