ქვაბისხევის წმ. მარიამის მიძინების ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში
მდებარეობს.
იგი
VIII-XIX საუკუნეების
სამნავიანი
ბაზილიკაა
და
მაღალი
კლდოვანი
ქედის
კალთაზე,
მცირე
ბაქანზე
დგას.
აღმოსავლეთ
ფასადი
კლდეზეა
მიბჯენილი.
სამხრეთის
ნავის
ჩრდილოეთ
კედელზე
XII-XIII საუკუნეების
ფრესკაა
შემორჩენილი,
რომელზეც
ორი
საერო
პირია
გამოსახული,
მამაკაცი
წარწერით
”შოთა”
და
ქალი-
”იაი”.
სავარაუდოა,
რომ
ისინი
ადგილობრივი
ფეოდალური
გვარის,
თორელთა
წარმომადგენლები
არიან.
მთავარი
ნავი
გვერდით
ნავებზე
გაცილებით
განიერია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელსაც თაღოვანი
სარკმელი აქვს. კონქი
სფერულია.
ჩრდილოეთი
და
სამხრეთი
კედლების
ზედა
ცენტრალურ
ნაწილში
კედელში
ჩატანებულია
კრონშტეინები.
დასავლეთით
კედლის
ქვედა
ცენტრალურ
ნაწილში
კარია,
რომელიც
გარედან
არქიტრავულია,
შიგნიდან
კი
- თაღოვანი.
ზედა
ნაწილში-სწორკუთხა
სარკმელია.
მთავარი
ნავი
გვერდითებისგან
ოთხკუთხა
კაპიტელებიან
სვეტებზე
დაყრდნობილი
ორ-ორი თაღითაა
გამოყოფილი.
აფსიდს ერთსაფეხურიანი პილასტრი შემოუყვება.
ჩრდილოეთის
ნავს
აღმოსავლეთით
ნახევარწრიული
აბსიდი აქვს მცირე
ზომის
სარკმლით,
დასავლეთის
კედელში
მეორე
სარკმელია,
კამარა
ცილინდრულია.
სამხრეთის
ნავი
ორ
ნაწილადაა
გადატიხრული.
სათავსის
დასავლეთ
ტიხარში
სწორკუთხა
შესასვლელია დატანებული. აღმოსავლეთ სათავსს სამხრეთით აქვს ერთი სარკმელი,
ნავის
დანარჩენ
ნაწილს
ორი,
სამხრეთით
და
დასავლეთით.
ინტერიერის
კედლები
ნაშენია ფლეთილი ქვით, თაღები,
სვეტები,
კაპიტელები,
კრონშტეინები
და
სარკმლის
საპირები კი - თლილი ქვისაა. სამხრეთ ფასადის ზედა ნაწილზე გამოდის ორი სარკმლის ვიწრო ჭრილი, დასავლეთის ფასადის სარკმელს
თლილი
ქვის
ჩარჩოები
აქვს
და
სათაური
ორნამენტირებულია.
მასზე
გამოსახულია
მედალიონებში
ჩასმული
სამი
ბოლნური
ჯვარი.
დასავლეთის
ფასადს
შერჩენილი
აქვს
კარნიზის
ფრაგმენტი-ერთი თარგი
და
ლილვი.
როგორ მივიდეთ
ქვაბისხევი ბორჯომიდან 19კმ-ით არის დაშორებული. ბორჯომი-ახალციხის
გზიდან ქვაბისხევისკენ რომ გადაუხვევთ მხოლოდ 2 კმ რჩება ეკლესიამდე.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა