
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია - მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, ბეთლემის აღმართის 3 ნომერში, ქვემო კალაში, რომელსაც კლდისუბანსაც უწოდებენ. დამრეც ფერდობზე აღმართული ქვემო ბეთლემის ეკლესიისკენ კიბე-ქუჩა მიემართება.
დღევანდელი ეკლესიის ადგილზე 1725-1727 წლებში ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა წმინდა სტეფანეს სახელობის ანუ სურფ-სტეფანოზის დედათა მონასტერი დააარსეს და მცირე სამლოცველო ააგეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.
ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია - „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი ნახევარწრიულადაა შვერილი. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან. ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართო, ორმხრივი კიბე მიემართება. თაღოვან საპირეში მოქცეული რკინის კარის თავზე - ლუნეტში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. დასავლეთით ტაძარს საცხოვრებელი სახლი ებჯინება, რომელიც შესასვლელი კარის წინ აღმართულ მძლავრ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო ფასადის ზედა ნაწილს უშუალოდ ერწყმის კიდეც. ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წწ. მხატვრების - დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა