
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში მდებარეობს. ტაძარი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. დღესდღეობით იგი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის მთავარი ნაწილი ნახევარწრიული აფსიდით დამთავრებული ნავია. XVI საუკუნეში ეკლესიისთვის სამრეკლო მიუდგამთ, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთის კედელს. მისი ქვედა სართული კუბის ფორმისაა, მასიურკედლებიანი, დიდი დაუმუშავებელი ლოდებით ნაგები და ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერით შემოზღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასავლელად ქვაყორის კიბეა მიშენებული. სამრეკლოს ზედა ნაწილი კი, თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია. სამრეკლოს შესასვლელის მარცხენა ბოძზე განთავსებული ქათული ასომთავრული წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესია ბორჯომის ხეობის მფლობელ ავალიშვილთა წარმომადგენლებს აუგიათ: ფეოდალ ქიშვარდ ავალიშვილსა და მის მეუღლე თამარს,ქართლის მეფე ლუარსაბ 1-ის ასულს. ლიკანის სამრეკლო მწვანე მონასტრის სამრეკლოს წააგავს და სავარაუდოდ იმავე პერიოდში, XV-XVI საუკუნეებშია აგებული. შუასაუკუნეებში ეკლესიის ტერიტორიაზე სამონასტრო ცხოვრება იყო.
ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია ბორჯომიდან 7-ით არის
დაშორებული. ტაძრამდე მიდის სამანქანო გზა. მესხეთის ქუჩიდან რაზმაძის ქუჩაზე გადახვევის
შემდეგ 2 კმ დაგრჩებათ გასავლელი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა