
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მამულას ღვთისმშობლის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამულაში მდებარეობს. ტაძარი VIII- IX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა დარბაზულია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიას სამი ვიწრო სარკმელი აქვს: ერთი - აფსიდში, თითო-თითო ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში. აღმოსავლეთის სარკმელი დეკორირებულია ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თავსართით და გადანაკეცების ქვეშ მოთავსებული რელიეფური ჯვრებით. სარკმლის გვერდით რელიეფური ჩანართია ჯვრის გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით. შესასვლელის თავზე დიდი ზომის, უსწორმასწორო ფორმის არქიტრავითაა გადახურული, რასაც ერთდგვარი დეკორატიული მახვილიც შეაქვს ფასადის მხატვრულ გადაწყვეტაში. სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ კიდეში დატანებულია შედარებით დიდი ზომის ქვა რელიეფური ჯვრით. დარბაზი გადახურულია კამარით. ტრიუმფალური თაღი პილასტრებს ეყრდნობა, დანარჩენი თაღები კი კრონშტეინებს. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დამუშავებული ქვებით. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესიის ეზოში შემორჩენილია ძველი საფლავის ქვები. ერთ-ერთი ქვა ვერძის სტილიზებული გამოსახულებაა, მსგავსი რელიეფური საფლავის ქვები შუასაუკუნეებში გავრცელებული იყო.






გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა