
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მენჯის ციხე სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, დაბა მენჯში მდებარეობს. იგი IV-VI საუკუნეებით თარიღდება. კომპლექსს სამხრეთ და დასავლეთ მხრიდან ციცაბო ფერდობი შემოფარგლავს, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მხრიდან კი უნაგირა მთის კალთები ეკვრის. ციხე ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებს და სტრატეგიული მდებარეობა აქვს. კომპლექსი მოცავს გალავანს, კოშკს და ეკლესიას. ციხეს წაგრძელებული, ოვალური ფორმა აქვს. გალავნის კედლები 1 მეტრის სისქისაა. გალავნის დასავლეთ ნაწილში ჩადგმულია მართკუთხა გეგმის მქონე კოშკი. იგი ნაგებია კარგად გათლილი სწორკუთხა კლდის ქვით. ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში დარბაზული ეკლესია დგას. ტაძარი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესია ნაგები იყო კლდის კარგად გათლილი ქვებით. შეიმჩნევა X-XII საუკუნეებში გადაკეთებების კვალი, რაზეც ტაძრის გარშემო გამოვლენილი ფრესკის ანაბეჭდიანი ბათქაშები და განვითარებული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ორნამენტული საპირე ქვები მეტყველებს. კომპლექსს შემოვლებული ჰქონია 4 მეტრის სიგანის ხელოვნური თხრილი.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა