დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

მწვერვალი დიდი აბული და აბულ-სამსარის ქედი

IMG_0440 IMG_0565 IMG_0194 IMAG5687 IMG_0272 IMG_0223 IMG_0304 IMG_0404 IMG_0538

მწვერვალი დიდი აბული და აბულ-სამსარის ქედის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

დიდი აბული სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი ულამაზეის ადგილია, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება მთელ ჯავახეთზე. 

მარშრუტი იწყება სოფელი ვლადიმიროვკადან. სოფლიდან დიდი აბულის მისადგომებამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ 4x4 SUV ანუფრო მაღალი გამავლობის ავტომობილით. გზად გაივლით ვრცელ მინდორს, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი ივნისის დასაწყისშია. ყვითელი ყვავილები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

თუ მოახერხეთ და ავტომობილით მთის ძირამდე მიხვედით, მაშინ მხოლოდ 2 საათის ფეხით სავალი გზა გექნებათ დარჩენილი მწვერვალამდე. გაითვალისწინეთ, რომ წყალი ძნელი მოსაპოვებელია და საკმარისი მარაგი თან იქონიეთ. ადუღების შემთხვევაში შესაძლებელია ტბის წყლის გამოყენებაც.

ბილიკი თავიდანვე სწორად იპოვეთ და შეეცადეთ ბოლომდე არ დაკარგოთ, რაც აღმართზე სიარულს საკმაოდ გაგიადვილებთ. მწვერვალზე ასულებმა შვებით ამოისუნთქეთ და თვალი მოავლეთ არემარეს. არ ელოდით? ხედი დიდი აბულიდან განსაკუთრებულია. თქვენ წინ გადაიშლება აბულ-სამსარის ქედის წარმტაცი ხედები, ასევე ტაბაწყური და სხვა შედარებით მომცრო, თუმცა ულამაზესი ტბები ჯავახეთის ზეგანზე. უკვდავყავით მომენტი გონებაში და „შვილიშვილებისთვისაც“ გადაიღეთ ფოტოები.

გზად კიდევ ბევრი ლამაზი ადგილი გელოდებათ. მწვერვალის შემდეგ გზა შედარებით მარტივია. თქვენ უნდა გაიაროთ პატარა ტბებთან და მიხვიდეთ ლევანის ტბასთან, რომელიც აბულ-სამსარის ქედზე არსებულ ტბებს შორის ყველაზე დიდია.  ლევანის ტბასთან, ისევე როგორც მთელ ქედზე მრავლად შეხვდებით ცხვრის ფარებს. უფრთხილდით ფარის მცველ ქართულ ნაგაზებს, რომლებიც სტუმართმოყვარეობით ნამდვილად არ გამოირჩევიან. ყოველი შემთხვევისთვის, თან იქონიოთ ჯოხი, საჭიროების შემთხვევაში მათ მოსაგერიებლად.

თეგები: #ლაშქრობა #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 44 კმ
სირთულე: მარტივი

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+64
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Anuka Modebadze
Anuka Modebadze

გამარჯობა, დიდი აბულიდან ლევანის ტბამდე რამდენი კილომეტრია? და რამდენ საათში იფარება?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

სალამი, დიდი აბულიდან ლევანის ტბამდე გასავლელი მანძილია 10კმ, და მისი დაფარვა 3.5 საათშია შესაძლებელი.

დათო კალანდაძე
დათო კალანდაძე

მანქანით თუ ფეხით? ანუ სამანქანე გზა არის?

Mariam Pirashvili
Mariam Pirashvili

დიდი აბულიდან ლევანის ტბამდე არ არის სამანქანე გზა. ლევანის ტბამდე საერთოდ არ მიდის სანამქანე გზა. ფეხით ფარავთ მაგ მანძილს.

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

დიდ აბულთან ისევე როგორც ლევანის ტბასთან კარგად მომზადებული ჯიპით ახლოს მიხვალ. ქალაქის ჯიპებით გზას შეიმოკლებ 80% - ით

Mariam Kvitsiani
Mariam Kvitsiani

ლევანის ტბაზე ღამისთევის შემდეგ რომ გადმოვიდეთ პირდაპირ დიდ აბულზე, საღამომდე ქვემოთ ჩასვლას მოვასწრებთ? წყალი შეგხვდება ლევანის ტბის შემდეგ სადმე? დაბანაკება სად ჯობია? იდეაში აბულის ციხის ნახვაც გვინდა. მადლობა წინასწარ.

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

ტრანსპორტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უმჯობესია დაიწყოთ ვლადიმიროვკიდან ჯერ ნახოთ დიდი აბული და თუ მოასწრებთ გადახვიდეთ ლევანის ტბამდე იმავე დღეს(იმ შემთხვევაში თუ ვერ მოასწარით გზად რამდენიმე ტბა არის რომელთანაც შეგიძლიათ დაბანაკდეთ და ტბის წყალი გადაადუღოთ). ლევანის ტბასთან წყალი არის (რუკაზე არის მონიშნული). ლევანის ტბიდან დაეშვებით და გზად შაორის ციხესაც ნახავთ. იმ შემთხვევაში თუ სამი თავისუფალი დღე გაქვთ მაშინ შეგიძლიათ ამ მარშრუტს კიდე დაამატოთ ლევანის ტბის ზემოთ მდებარე 2 ტბა, რომელი ამ მარშრუტზეა დატანილი https://georgiantravelguide.com/ka/routes/shaoris-tsikhe-abul-samsaris-kedis-tbebi

Mariam Kvitsiani
Mariam Kvitsiani

კი, 3 დღე გვაქვს. შაორის ციხის ნახვაც გვინდა და ამ მეორე მარშრუტის მიხედვით ვაპირებდით დაწყებას, თუმცა აბულიდანაც შეიძლება დავიწყოთ, სულერთია :) ტრანსპორტს რაც შეეხება, ნინოწმინდის მარშუტკის იმედზე ვიქნებით დიდი ალბათობით, ან თუ მანქანით წავედით მაღალი გამავლობის არ იქნება მაინც და უბრალოდ ქვემოთ სადამდეც გაქაჩავს მივალთ.

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

ორივე შემთხვევაში უმჯობესია ვლადიმიროვკიდან დაიწყოთ და მანდვე დაამთავროთ. 1. დიდი აბული, 2. ლევნის ტბა, 3. პანდას ტბა, 4. #დრომატარებინე 5. შაორის ციხე, 6. ვლადიმიროვკა

Mariam Kvitsiani
Mariam Kvitsiani

გასაგებია, მადლობა დიდი!

გიორგი შენგელია
გიორგი შენგელია

ამ კვირას ვაპირებთ ამ მარშრუტის გაკეთებას და ხო არ იცით დიდი თოვლია? ბილიკი გამოჩნდება? რამე მარკირებასავით თუ არის. და უმანქანო ხალხისთვის ვლადიმიროვკადან მისვლა ჯობს თუ აბულიდან?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

ზამთარში ამ მარშრუტზე წასვლა არ არის რეკომენდებული: ძალიან ცივა დღე/ღამის განმავლობაში(-15 და შეიძლება მეტიც იყოს), დღე მოკლეა და თოვლის საფარის სიღრმის შესახებ ზუსტ ინფომრაციას ვერავინ მოგაწვდის. ამ პერიოდში მანდ არავინ მოძრაობს. რიგ ადგილებში ბილიკი ზაფხულში არ ეტყობა და ზამთარში საერთოდ ვერ დაინახავ ვერაფერს. თოვლით იქნება დაფარული ყველაფერი. თავშესაფარი ან რაიმე სახის კოტეჯი მანდ არ არსებობს. ხარისხიანნი ალპინისტური აღჭურვილობისა და ტანსაცმლის გარეშე ამ პერიოდში საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდი საფრთხის წინაშე დააყენებ.

ნამდვილად ულამაზესი სანახაობა იყო, გუშინწინ ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, სასწაული იყო მიუხედავად დიდი თავგადასავლებისა, წასვლამდე ეს წერილი ვნახეთ და ესე წავედით, სოფელ ვლადიმიროვკადან მანქანა ავიდა მეცხვარეების პირველ სადგოამადე მერე ფეხით შევუდეგით გზას, საკმაოდ რთულს, მაგრამ ნამდვილად ღირდა, აი იმ ქვებმა და აღმართებმა კი ძალიან დაგვღალა, სულ ჯამში 30 კმ. ვიარეთ ფეხით მაგრამ ხედმა ყველაფერი დამავიწყა :) უკამ დაბრუნებისას აზერი მეცხვარე გამოგველაპარაკა და გვკითხა რა ხდება იქ რატო ადიხართ გუშინაც ხალხი იყო და რამე სალოცავი გაქვთო? :) უკან წამოსვლისას მანქნამდე ცოტაღა გვეკლდა რო დაიძრა ნაგაზების 15 კაციანი რაზმი როოგრ გადავრჩით და ჩავხტით მანქნანაში არ მახსოვს, უფრო დათვებს გავდნენ :) ძეხვები ვაჭამეთ და ცოტა გვაცადეს რულთან გადმოსვლა. დილით გავედით 6 საათზე მცხეთიდან 12 ზე ვიყავით უკვე მეცხვარეების სადგომებთან და დავიწყეთ ასვლა და 4 ის ნახევარზე ავედით, თუმცა ალბათ ჯობია ვინც წახვალთ ღამე დაბანაკდეთ და დილით დაიწყოთ ასვლა, ლევანის ტბასაც მოასწრებთ, ჩვენ ვერ მოვასწარით რადგან უკვე ღამდებოდა, უკან ჩამოსვლაც გვინდოდა,ყველაზე ბოლო იყო გამოვაღწიეთ ძაღლებს მოვდივართ უკან და საბურავი გასკდა, ქვა ყოფილა რომელიც არ ჩანდა ბალახში :( ძლივს ჩამოვაღწიეთ სოფლამდე გახეთქილი საბურავით და იქ უკვე ერთი კარგი სომეხი ბიჭი დაგვეხმარა და გამოვედით სამშვიდობოს. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ჯიპით მიდიოდა აბულისკენ მანქნა რომელიც გაჩერდა და დახმარება შემოგვთავაზა, არ ვივი ვინაა მაგრამ დიდი მადლობა,ქართველი იყო მაგრამ მაინც აღსაღნიში ფაქტია. <3 ბოლოს ერთი მინდა გკითხოთ ჩვენ ავედით ვლადიმიროვკიდან და მეცხvარემ გვითხრა სოფელი აბულიდან რომ ამოსილიყავით უფრო ახლოსააო და მალე მოხვიდოდითო და თქვენი როგორ ფიქრობთ რომელი ჯობია?

Davit Merabishvili
Davit Merabishvili

ძალიან მიხარია თუ ჩვენი საიტი დაგეხმარათ ამ მოგზაურობაში. აბულ-სამსარის ქედზე ბევრი ძალიან ლამაზი ადგილია და ვფიქრობ არაერთხელ ესტუმრებით მომავალში. ლევანის ტბის ზემოთ ორი ძალიან ლამაზი ტბაა. ლევანის ტბისა და ამ ორი ტბის მარშრუტიც დევს საიტზე (სურათები + რუკა).



სოფელი აბულიდან დიდი აბულისკენ მიმავალი გზა გაცილებით უარესია ვლადიმიროვკიდან მიმავალ გზასთან შედარებით. ამასთან ერთად სოფელ აბულში მოსახვედრად ჯერ ახალქალაქში უნდა ჩახვიდეთ და იქიდან დამატებით კიდევ 40 წუთი უნდა იაროთ გრუნტიან გზაზე, შესაბამისად ვამჯობინეთ შედარებით უკეთესი და უსაფრთხო გზის დატანა. ცენტრალური გზიდან ვლადიმიროვკამდე გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.



ძაღლებს რაც შეეხებათ მომავალში თუ ავტომობილი ასე ახლოს არ გეყოლებათ შეეცადეთ ფერმებთან ახლოს არ გაიაროთ და თუ ძაღლები მაინც წამოვიდნენ თქვენსკენ არ გაიქცეთ, ერთ ადგილზე გაჩერდით და ხელში რამე მოიმარჯვეთ, ყოველი შემთხვევისთვის. როგორც წესი ძაღლი მოგიახლოვდებათ ისტერიკული ყეფით და გარკვეულ დისტანციაზე გაჩერდება. მერე ნელ-ნელა გააგრძელეთ გზა ამავდროულად ძაღლებს თვალი ადევნეთ. ჩვენ ასე ვიქცევით და ჯერ-ჯერობით არ დავუკბენივართ არცერთ ძაღლს.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მწვერვალი დიდი აბული და აბულ-სამსარის ქედი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!