

აღწერა
მარშრუტი გადის აბუსლ-სამსარის ქედზე და მოიცავს ალპურ ტბებსა (ფარავანი, ლევანის ტბა, ტბა დრომატარებინე, პანდას ტბა) და შაორის ციხეს. ზაფხულის პერიოდში ქედი გამოიყენება საზაფხულო საძოვრებად. ბილიკზე ხშირად შეხვდებით ფარას. ფარავს იცავენ მეცხვარე ძაღლები. შეეცადეთ ფარას მოერიდოთ და შორიდან მოუარეთ, რათა ძაღლების რისხვა არ დაგატყდეთ. ფარიდან მოშოდებით ძაღლები საფრთხეს არ წარმოადგენენ.
გეგმა:
დღე 1: შაორის ციხე - ლევანის ტბა
.
- ხანგრძლივობა
- 2 დღე
- სირთულე
- მარტივი
- მანძილი
- 32 კმ
- მანძილი დედაქალაქიდან
- 145 კმ
რუკა
გეგმა
დღე 1: შაორის ციხე - ლევანის ტბა
დღე 2: ტბა პანდა - ტბა დრომატარებინე
1 შეფასება

Davit Merabishvili
მოლაშქრეთა ნაწილს ჰგონია თითქოს ჯავახეთში არაფერი არ არის სანახავი და დასალაშქრი, თუმცა თქვენი შეხედულება შეიცვლება როდესაც პირველად აბულ-სამსარის ქედზე მოხვდებით. ამ მარშუტის გავლის შემდეგ კიდევ არაერთხელ დაბრუნდებით აქაური ლისამაზის სანახავად. ალპურ/ვულკანურ პლატოზე მდებარე ტბების ულამაზესი პანორამული ხედები თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. პირადად მე, კიდე არაერთხელ გავივლი ამ მარშრუტს.
კითხვები და პასუხები
Givi Murvanidze
გამარჯობა,
ამ მარშრუტზე ვინც იყავით, ორ კითვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება :)
1. წყალი მარტო ლევანის ტბასთანაა მონიშნული და სხვაგან არ გვხდება ორი დღის მანძილზე?
2. დაბანაკება ლევანის ტბასთან ჯობს, სადაც წყალია თუ ტბა #დრომატარებინე-სთან :) ტბის სახელიდან გამომდინარე :)
Davit Merabishvili
ნაკადული ჩამოედინება შაორის მეგალითის ძირში და ზემოთ კარგა ხანს არის შესაძლებელი წყლის აღება. დაბანაკება ლევანის ტბასთან სჯობს. წყალიც არის და ქარიც ნაკლებია იქნება.
Givi Murvanidze
მადლობა
beqa beqa
გამარჯობათ, თბილისიდან რა მარშუტს უნდა გავყვე რომ სვლა დავიწყო, და ბილიკი ფარავნის ტბიდან იწყება?
Davit Merabishvili
მოგესალმებით, მარშრუტი იწყება ფარავნის ტბის, როგორც ეს რუკაზეა მონიშნული. ფარავნის ტბასთან მოსახვედრად უმჯობესია გაყვეთ ნინოწმინდის მიკროავტობუსს, რადგან ნინოწმინდის მიკროავტობუსები წალკის გავლით მოძრაოდენ და შესაბამისად ხვდებიან ფარავნის ტბასთან. თავის დაზღვევის მიზნით მიკროავტობუსის მძღოლთან მაინც გადაამოწმეთ ეს დეტალი.... დეტალურად
მოგესალმებით, მარშრუტი იწყება ფარავნის ტბის, როგორც ეს რუკაზეა მონიშნული. ფარავნის ტბასთან მოსახვედრად უმჯობესია გაყვეთ ნინოწმინდის მიკროავტობუსს, რადგან ნინოწმინდის მიკროავტობუსები წალკის გავლით მოძრაოდენ და შესაბამისად ხვდებიან ფარავნის ტბასთან. თავის დაზღვევის მიზნით მიკროავტობუსის მძღოლთან მაინც გადაამოწმეთ ეს დეტალი.
beqa beqa
დიდი მადლობა დახმარებისთვის, ნამდივლად კარგი საიტია და სასარგებლო ინფორმაციებიც ,წარმატებები