
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მურყმელის წმინდა ბარბარეს ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მურყმელში მდებარეობს. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდითა და სამხრეთის მინაშენით. საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელი ქვის კანკელითა და კედლითაა გამოყოფილი. სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები შეკიდულია. ინტერიერი სრულიად სადაა, მთლიანად შებათქაშებული. ეკლესია ორი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ერთი კი - აღმოსავლეთისაში. შესასვლელი ერთია, სწორკუთხა, სამხრეთის მხრიდან. მინაშენიდან დარბაზში შესასვლელად ორი საფეხურის ავლაა საჭირო, შემდეგ კი ერთი საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ. შემორჩენილია ძველი, მასიური ხის, მინაშენის მხრიდან სქელი ლითონის ფირფიტებით შეჭედილი კარი. მინაშენი, ზომით, ეკლესიაზე ოდნავ დიდია და მასზე ბევრად დაბალი. იგი შეუბათქაშებელია და ცალფერდა სახურავითაა გადახურული. მინაშენის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, თითო ღრმა, მართკუთხა ნიშაა. მინაშენს სამხრეთიდან სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა. დასავლეთი და ჩრდილოეთ ფასადები მთლიანად შებათქაშებულია. ტაძარი ნაგებია შირიმის კვადრებით, მინაშენი კი ფიქლით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა