
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ნარდევანის ციკლოპური ციხე — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარდევანში.
ციხე-სიმაგრე ნაგებია დიდი ზომის ლოდებით მშრალი წყობით. იგი გეგმაში მართკუთხაა, შიდა ზომებია 18 X 15 მ. კედლების სიგანე 3-4 მ-ია, ხოლო სიმაღლე 4,5 – 5 მ. ჩრდლოეთითა და აღმოსავლეთით შემორჩენილია კედლის ბურჯები. ძეგლი წარმოადგენს ციკლოპური წყობით ნაგებ კვადრატული ფორმის ციხე-სიმაგრეს, რომლის ძირითადი ნაწილის შიდა ზომები აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე 18 მ-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე — 21,5 მ. დამცავი კედლების სისქე 3,5-4 მ-ია. სიმაგრის კუთხეები და კედლები შუა ნაწილში შესქელებულია და კოშკის ხასიათს ატარებს.
სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამართული ბურჯის ქვედა ნაწილში ნიშისებური შესასვლელი შეინიშნება, რომელიც ამოვსებულია ქვებით ამიტომ მისი ხასიათის განსაზღვრა ვერ მოხერხდა. სიმაგრეს დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ასეთივე წყობით შემოზღუდული გარეთა ეზოები თუ გამაგრებული სივრცეები აკრავს. დასავლეთის მინაშენის ჩრდილოეთ კედელში დატანებულია შესასვლელი. აქვე, ცენტრალური ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, გამართულია კარი. დასავლეთის მხრიდან სიმაგრე დაცულია ფრიალო კლდით, რომლის ცალკეული მონაკვეთები, მიუვალობის გასაძლიერებლად ბაზალტის ქვების მშრალი წყობით არის ამოყვანილი. სიმაგრე მდინარისპირა ტერასის დასაწყისშია აგებული, მის აღმოსავლეთით და სამხრეთით საკმაოდ დიდ ფართობზე ნასოფლარის ნაშთები დასტურდება.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა