
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გურგენიანის ჩანჩქერი მდებარეობს კახეთში, სოფელი გურგენიანიდან 8 კმ -ს დაშორებით, მდინარე ნინოსხევზე. სოფელი გურგენიანი ლაგოდეხთან ახლოს მდებარეობს და აქ მოხვედრა სამარშრუტო ტაქსითაც შეგიძლიათ.
ჩანჩქერი 40 მეტრი სიმაღლისაა და ნამდვილად ულამაზეს სანახაობას გვთავაზობს. მსურველებს შეუძლიათ ჩანჩქერის თავზეც კი მოექცნენ და იქედან ადევნონ თვალი როგორ მოსჩქეფს მდინარე ნინოსხევი 40 მეტრიანი კლდიდან. თუმცა ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი არც ისე მარტივია გამოუცდელი მოლაშქრეებისათვის. გზად შეიძლება რამდენჯერმე მოგიწიოთ მდინარის გადაკვეთა, რადგან გაზაფხულზე ეს თითქოს და ერთი ციცქნა მდინარე ხშირად დიდდება და მიაქვს ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდება, მათ შორის ხიდები, ქვები, ლოდები, ნაგავი და ა.შ. ასევე ხშირად მოგიწევთ სველ ლოდებსა და ქვებზე სიარული, ამიტომ სასურველია გამოიყენოთ მოქნილი, სპორტული ფეხსაცმელი.
ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად. ხეობაში შეხვდებით უამრავ საინტერესო მცენარეს: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე თუ გაგიმართლათ შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც კი გადაეყაროთ. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ამ მხრივ ძალიან მდიდარია.
გაითვალისწინეთ, რომ იქ სადაც საფეხმავლო ბილიკი იწყება, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად გამოდის საქეიფოდ და ყველა სიკეთესთან ერთად ნასუფრალის ალაგებასაც იშვიათად თუ იკადრებს ვინმე. ამის გამო ხეობის დასაწყისში მრავლად შეხვდებით ნაგავსა და ნასუფრალს. თუ გაქვთ საშუალება, კარგი იქნება წაიღოთ ნაგვის პარკები და მცირედ მაინც დაასუფთავოთ იქაურობა. მართალია ამ გზით ბოლომდე ვერასოდეს დავასუფთავებთ ამ ადგილს, მაგრამ იქნებ რომელიმე გონებაგახსნილმა ადგილობრივმა დაინახოს ეს, მაგალითი აიღოს და სხვისას თუ არ დაასუფთავებს თვითონ მაინც არ დაანაგვიანოს.
აქვე ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ როჭოს ჩანჩქერი ხოლო თუ მეტი დრო და ძალა გაქვთ აუცილებლად ეწვიეთ ლაგოდეხის ულამაზეს და ერთ-ერთ ურთულეს სალაშქრო მარშრუტს: შავი კლდეების ტბა
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა