
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ონის სინაგოგა რაჭაში, ქალაქ ონში მდებარეობს. იგი 1895 წელსაა აგებული და ოთხკუთხა ფორმის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. სინაგოგას აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭე აქვს მიშენებული. გუმბათი ოთხ სვეტსა და მათ შორის გარდამავალ ნახევარწრიული მოყვანილოვის თაღებს ეყრდნობა. სვეტები რელიეფური მცენარეული ორნამენტებით შემკული დეკორატიული კაპიტელებით სრულდება. სინაგოგის შიდა სივრცეს სვეტები სამ ძირითად მონაკვეთად ჰყოფს, ცენტრალური დარბაზი უფრო დიდია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებთან შედარებით. ინტერიერში კედლებს ნახევარსვეტებზე გარდამავალი ნახევარწრიული და შეისრული მოყვანილოვის თაღედი შემოუყვება. ნაგებობას ბევრი სარკმელი აქვს და შიდა სივრცე კარგად ნათდება. სინაგოგის სახურავის კუთხეებზე განლაგებულია ორნამენტით შმკული ქვაში ნაკვეთი დეკორატიული ფიგურები. შესასვლელის თავზე ჩასმულია მარმარილოს ფილა, სადაც ებრალული წარწერაა ამოტვიფრული. წარწერის ზემოთ, იმავე ფილაზე მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში დავითის ვარსკვლავებია გამოსახული, მათ შუაში კი აგების თარიღი - „1895 г“. მარმარილოს ფილა აღმოსავლეთი კედელზეც გვხვდება, ფილაზე გამოსახულია სიმეტრიულად განლაგებული ხელის ორი მტევანი, ხოლო მის ქვემოთ ებრაულ ენაზე შესრულებულია „ათი მცნება“. სინაგოგა მთლიანად მოპირკეთებულია კირქვით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა