
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ყვიბისის წმ. გიორგის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მდებარეობს, სოფლის ზემოთ, აღმოსავლეთ განაპირას, მდინარის მარჯვენა ფერდის მოვაკებაზე. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ნაგებია მონაცრისფრო ფლეთილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, ადრე დასავლეთის მხრიდანაც ჰქონია, თუმცა 2010 წლის აღდგენის დროს იგი ამოუშენებიათ და სარკმლად გადაუკეთებიათ. დასავლეთის ღიობი ღერძს აცდენილი ყოფილა, მის თავზე, ცენტრში, პატარა სარკმელია განთავსებული. შიგა სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელსაც ცენტრში თაღოვანი სარკმელი აქვს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე კი - მართკუთხა ნიშები. საკურთხეველში ტრაპეზის ქვაა. ინტერიერი გაჯითაა შელესილი, იატაკი კი ფილებით არის მოპირკეთებული. ეკლესია გადახურულია უჟანგავი თუნუქით. ფილებით არის მოპირკეთებული ეზოც, რომელსაც გალავანი აქვს გარშემორტყმული. ეზოში ასევე დგას ქვის ნაგებობა მესანთლისათვის. ტაძარში ყოფილა ქაიხოსრო ავალიშვილის საფლავის ქვა, რომელიც ამჟამად ეზოშია. საფლავის ქვის წარწერიდან ირკვევა, რომ XIX საუკუნეში ქაიხოსრო ავალიშვილს განუახლებია ეკლესია.
ყვიბისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვიბისისწყლის ნაპირებზე მდებარეობს, ბორჯომიდან 6 კმ-ში. სოფელში მიდის მოასფალტებული გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა