აღწერა


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი, ოქტომბერი

მარშრუტი არის კომბინირებული და შესაძლებელია სხვადასხვა ტრანსპორტის კომბინაციით ტბამდე მისასვლელი გზის შემოკლება. მარშრუტის იწყება ლაგოდეხი ყვარელის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან და სოფელი უზუნთალას გავლით შედის მდინარე კაბალის ხეობაში. სანამ გზა მარჯვნივ მოუხვევს და მთის ფერდობს აუყვება გზის მარჯვენა მხარეს შეგხვდებათ სასაზღვრო პოლიციის შენობა.

მარტოტის ტბა საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს და აუცილებელია საშვების აღება.

მას შემდეგ რაც საშვებს აიღებთ აუყვებით მთის ფერდობს და მიდიხართ პირველ საზაფხულო ფერმებამდე. პირველ საზაფხულო ფერმამდე მისვა მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს უგზოობისთვის მომზადებული ყველგანმავალი ან 2-3 ხიდიანი სატვირთო. ტრანსპორტით შესაძლებელია 16 კმ-ის გავლა და სიმაღლეში ადიხართ  ზღვის დონიდან 1670 მერტზე

მას შემდეგ რაც დაფარავთ საავტომობილო გზის მონაკვეთს მარშრუტი მიუყვება ბილიკს. ბილიკი კარგად ჩანს და შესაძლებელია ცხენით გადაადგილება. ბილიკით ერთი მხარეს გასავლელი გაქვთ  9კმ და სიმაღლეში გიწევთ 1190 მეტრის აწევა.

ბილიკი მთელი მარშრუტის განმავლობაში განებივრებთ პანორამული ხედებით ალაზნის ველსა და მეზობელ ხეობებზე. ბილის ორივე მხარეს დაინახავთ მწყემსების ბინებს, თუმცა დღის განმავლობაში ფარა ბინიდან შორს არის და ძაღლების პრობლემა არ გექნებათ. რუკაზე დატანილი პირველი საბანაკე ადგილი მწყემსის ბინასთან ახლოს არის და საღამოს შეიძლება ძაღლების წყრომაც კი გამოიწვიოთ თუმცა საბანაკე ადგილი შედარებით შორს არის და ადრე თუ გვიან ყეფას შეწყვეტენ. შეგიძლიათ გზა გააგრძელოთ და ნახევარი საათის სიარულის შემდეგ მიადგებით მესაზღვრეებს და მათ ახლოს შეძლებთ დაბანაკებას. მესაზღვრეებთან წყემსის ძაღლები არ შეგაწუხებენ. ტბასთან დაბანაკება არ შეიძლება. მეორე დღეს შეგიძლიათ ესტუმროთ ტბას და დატკბეთ მისი სილამაზით.

წყალი:

  • პირველ საზაფხულო ფერმასთან (მონიშნულია რუკაზე);
  • არ მისული მსხალგორთან ბილიკის მარცხნივ არის მწყემსების ბინა, სადაც მოდის წყალი (მონიშნულია რუკაზე);
  • პირველ საბანაკესთან(მონიშნულია რუკაზე);
  • ტბასთან მოდის წყალი.  

უკან იგივე გზით გიწევთ დაბრუნება

ხანგრძლივობა
2 დღე
სირთულე
საშუალო
მანძილი
18 კმ
მანძილი დედაქალაქიდან
160 კმ
აღჭურვილობა
კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო გაზი, სალაშქრო ჯოხები, სამთო ფეხსაცმელი, ქვეშსაგები, სალაშქრო ზურგჩანთა

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ მარშრუტზე

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+8
რუკა

გეგმა

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მარტოტის ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!