დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
რუხი, ზუგდიდი - Rukhi რუხი, ზუგდიდი - Rukhi რუხი, ზუგდიდი - Rukhi

რუხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

რუხი — სოფელი სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოდიშის დაბლობზე. მდინარე ენგურის მარცხენა სანაპირო, ზუგდიდი გალის სავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 100 მეტრი, ზუგდიდიდან 5 კმ.

რუხი ერთერთი ძველი და დიდი სოფელია, რომელსაც საინტერესო წარსული გააჩნია. სოფლის სტრატეგიული მნიშვნელობა ადრიდანვე განსაზღვრა მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. სწორედ აქ გადიოდა ოდიშის სამთავროს დამაკავშირებელი გზა აფხაზეთსა და ჩრდილო კავკასიასთან, რომელმაც სამხედრო თავდაცვითი და სავაჭრო ეკონომიური მნიშვნელობა ადრევე მოიპოვა. რუხი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო XVI - XVII სს. ოდიშის სამთავროში.

სოფლის ტერიტორიაზე, მდ. ენგურსა და მის მარცხენა შენაკად მდ. რუხწყალს შორის, შემაღლებაზე აღმართულია შუა სააუკუნეების რუხის ციხესიმაგრე. იგი აუგია სამეგრელოს მთავარს–ლევან დადიანს 1647 წელს აფხაზთაგან ოდიშის დაცვის მიზნით. ოდიშისათვის რუხის ციხე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჭაქვინჯის, ხეთის, ლიის, ჯგალისა და სხვა ციხე სიმაგრეები. ვაჭრობის განვითარების, ევროპისა და სპარსეთის აბრეშუმის გზის ამოქმედების მიზნით ლევან დადიანმა დააარსა ქალაქი, სავაჭრო სახელოსნო ადგილი ჩიხორიდან და ჩხარიდან (იმერეთი) გადმოსახლებული სომხებისა და ებრაელებისათვის, მაგრამ ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ მალევე უკან გაბრუნებულან. იმ ადგილს სადაც სომხები ცხოვრობდნენ დღესაც ნასომხარი ეწოდება.


ისტორია

უხუცესთა გადმოცემით, 19 საუკუნის დასასრულისათვის რუხი ერქვა სოფელს ენგურსა და რუხწყალს შუა, ხოლო რუხწყალის მარცხენა ნაპირს ,,ნიკოსია,,.

ერთ–ერთი გადმოცემის მიხედვით სახელწოდება რუხის ეტიმოლოგია უკავშირდება მეურმეთა შეძახილს ,,რრრ ხია, რრრ, ხია,, რისი მიბაძვითაც სოფელს დაერქვა რუხი.

1859 წელს სალიპარტიოდან გადმოუსახლებიათ85 კომლი გლეხი: თოდუები, ფარცვანიები, ჯანაშიები, ოყუჯავები, ფაციები, ნაჭყებიები და დაუსახლებია მდინარე კუჩხობონსა და ენგურს შუა. ნიკო დადიანის პატივსაცემად ამ დასახლებისთვის დაურქმევიათ ,,ნიკოსია,,. 1932 წელს სოფელს დაუბრუნდა ძირძველი სახელი რუხი 19 საუკუნის. 80–იან წლებში რუხში იხსენიება წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ხოლო 1899 წელს ნიკოსიის ერთკლასიანი სასწავლებელი.

ომის შემდგომი წლებიდან (1941-1945წწ) სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა. სოფელში აშენდა კულტურის სახლი, კინო, ბიბლიოთეკა სამი საბაშვო ბაღი, ამბულატორია, საავადმყოფო, სამი სკოლა, შინმოვსვლელთა ობელისკი. სოფელ რუხს აერთიანებს ორი დიდი უბანი: საჭკადუოსა და ნაწულუკუს უბნები.

2008 წლიდან მნიშვნელოვნად განვითარდა სოფელი. ნაწულუკუს უბანში სრული დატვირთვით მუშაობს სამი დიდი ქარხანა: წისქვილ კომბინატი, ჩაის გადამწონი ფაბრიკა, თხილის გადამამუშავებელი ქარხანა. აგრეთვე ფუნქციონირებენ სხვა მრავალი მინი ქარხნები. საგრძნობლად განვითარდა თხილის, ციტრუსის, სიმინდისა და სხვა ახლად შემოსული კულტურების მეურნეობები. სოფლის ორი სკოლა გარემონტდა კაპიტალურად. გაკეთდა ახალი ხიდები, ოთხი მინი სტადიონი. რუხით უცხოელი ინვესტორებიც დაინტერესდნენ. გაშენდა მოცვის პლანტაცია.

თეგები: #სოფელი #ინფრასტრუქტურული ობიექტი #დასახლებული პუნქტი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები სამეგრელოში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე რუხი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!