
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სადგერის წმინდა გიორგის ეკლესია XV საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარეობს, მდინარის მაღალ ნაპირზე. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და არ აქვს აფსიდი. გადახურულია უსწორმასწორო მოხაზულობის ცილინდრული კამარით. ნაგებია რუხი ფერის თლილი ქვით. ნაკერებს შორის ხსნარის სქელი ფენაა, რომელიც ჩარჩოსავით ევლება კვადრებს. ფასადები შემკულია გრეხილი ლილვების საპირეებით, რომლებიც ღიობებსა და რელიეფებს შემოუყვება. შესასვლელი ორია, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ორივე შესასვლელი ორმაგი გრეხილი ლილვით მოჩარჩოებული სწორკუთხა მოხაზულობის პორტალითა და ღიობის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებითაა გაფორმებული. ორივე პორტალის თავზე სწორკუთხა სარკმელია, რომლებსაც სამმაგი გრეხილი ლილვი შემოუყვება და რომელთა ორივე მხარესაც ყურძნის მტევნების რელიეფური გამოსახულებებია მოთავსებული. ასეთივეა აღმოსავლეთის სარკმელიც, სამხრეთის სარკმელი კი მოურთავი და თაღოვანია. გრძივი კედლები პილასტრებითაა დანაწევრებული, კამარა კი - საბჯენი თაღებით. ეკლესიას სამსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ფასადებზე უსისტემოდაა მიმობნეული რელიეფები. ჩრდილოეთის შესასვლელის გვერდით ორმაგი გრეხილი ლილვებით შემოხაზულ ნახევარწრეში გველეშაპია გამოსახული, რომელსაც წმ. გიორგი მუსრავს. იმავე მხარეს გამოსახულია წმ. ესტატე, რომელიც მშვილდს ესვრის ირემს. ფასადზე, ლავგარდნის დასავლეთ მონაკვეთში, წარმოდგენილია ჯიხვის, მიჯაჭვული გველეშაპისა და გველეშაპის გამგვირავი წმ. გიორგის რელიეფური გამოსახულებები. ინტერიერი ამჟამად შელესილია, თუმცა ეს მოგვიანებით გადაკეთების შედეგია. სახურავის ქანობებს განახლების კვალი ეტყობა, შესამჩნევია თავდაპირველი და გადაკეთების შემდგომი სახურავის ქანობების დახრა. შემორჩენილია ორივე პერიოდის კარნიზი. ეკლესიის ეზო მძლავრი, კოშკებიანი, უხეშად თლილი ქვით ნაგები გალავნით ყოფილა შემოზღუდული. ტაძრის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი დედათა მონასტერია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა