
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
საკირეს წმ. გიორგის ეკლესია XIX საუკუნის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეში მდებარეობს. იგი გეგმაში კვადრატული ფორმის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთის მხრიდან ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება, დასავლეთიდან კი მიშენებული აქვს სამრეკლო, რომელიც ტაძარში შესასვლელსაც წარმოადგენს. ეკლესიას აქვს მეორე შესასვლელიც, სამხრეთიდან. ცენტრალური გუმბათის გარშემო ოთხივე მხარეს მცირე ზომის გუმბათებია განლაგებული. ტაძარი ნაგებია თლილი ქვით და გადახურულია თუნუქით. გუმბათები და სამრეკლოს სვეტებიანი ნაწილი ცისფრად არის შეღებილი. კარები და ფანჯრები თაღოვანია და მოჩარჩოებული. არსებობს გადმოცემა, რომ ეკლესიის მშენებლობაში მატერიალური დახმარება ყველა იმ ოჯახს გაუწევია, რომელსაც ერთი ვაჟი მაინც ჰყავდა.
სოფელი საკირე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე საკირულის ხეობაში მდებარეობს, ბორჯომიდან 25 კმ-ში. საკირეში მიდის მოასფალტებული გზა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა