
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სამის (სამნის) ციხე განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის ზემოთ მდებარეობს, ბანისხევის შესართავთან, მტკვრის მარცხენა ნაპირისკენ ჩამოზრდილ მთაგრეხილზე. იგი დიდ მანძილზე აკონტროლებს ბანისხევსა და მტკვრის ხეობას. ციხე მართკუთხა გეგმარებისაა, კუთხეებში მრგვალი ბურჯებით. შიდა ციხიდან ყველა მრგვალ ბურჯშია შესასვლელი, გარდა ჩრდილოეთის კოშკისა. ციხე ნაგებია ერთმანეთთან კარგად მორგებული ფლეთილი ქვით. ჩრდილოეთის ბურჯთან არქიტრავული შესასვლელია, რომლის უკანა ნაწილიც ხის ძელებითაა გადახურული. შიდა კედლების წყობა ფასადების ანალოგიურია. სამხრეთ-დასავლეთ ბურჯში კედლის ძირში 7 სმ. დიამეტრის კერამიკული მილია ჩატანებული. ციხე შუაფეოდალური ხანის ნაგებობათა ნიშნებით ხასიათდება. იგი ბუნებრივად დაცულ, სტრატეგიულ ადგილასაა აგებული, რაც მის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.
სოფელი რველი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომიდან 7 კმ-ში. სოფელში მიდის მოასფალტებული გზა. გზიდან ციხემდე ფეხით გასავლელია 1 კმ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა