დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია

საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია

საყავრის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრის ცენტრში. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (9,7 × 5,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში სარკმლის მარცხნივ, სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი შესასვლელია, მარჯვნივ — მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. აფსიდს გასდევს დაბალი საფეხური. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილი იყო კანკელით (შემორჩენილია ორნამენტული ქვები). ეკლესიის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია, დარბაზის გრძივ კედლებზე — თითო პილასტრი. დასავლეთ კედელზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც შუაში ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის კედლებს გასდევს ერთი საფეხური.

ინტერიერი თავდაპირველად მთლიანად ყოფილა მოხატული. შემორჩენილი ფრაგმენტები შეჭვარტლულია. მოხატულობა გაირჩევა მხოლოდ საკურთხეველში. იგი ორ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში გამოსახულია ვედრება, ქვემოთ — ეკლესიის მამები, სარკმლის გვერდით — წმინდანთა გამოსახულებები. უფრო ქვემოთ მხატვრობა საკმაოდ დაცილებულია იატაკიდან და მოჩარჩოებულია ორნამენტული ზოლით (მოტივი გაურკვეველია). ორმაგი ორნამენტული ზოლის ნაშთები შეიმჩნევა დარბაზის კედლებზეც. მხატვრობა შესრულებულია გაწაფული ხელით. წმინდანთა გამოსახულებები საკურთხეველში ხასიათდება მონუმენტურობით, დახვეწილი პროპორციებით, ოსტატური ნახატით.

ეკლესიის სამხრეთ კედლის შელესილობის ქვედა ფენაზე შემორჩენილია სხვა ქრონოლოგიური ფენის პრიმიტიული გამოსახულებები. მათი ნაწილი (ირემი, ადამიანი, ხელის მტევანი, ცალკეული გეომეტრიული ფიგურები) ამოკაწრულია კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. აქვე შეიმჩნევა წითური ოქრას მკრთალი ლაქები. კედლის დასავლეთ მონაკვეთში ამავე ფერის კონტურით შესრულებული დიდთვალებიანი ადამიანის თავია. გამოსახულებათა უშუალობა, ცოცხალი ნახატი მიუთითებს, რომ ქვედა ფენის მხატვრობა შესრულებულია გაცილებით უფრო ადრე (სავარაუდოა X ს.), ვიდრე ზედა ფენისა.

შენობის ფასადებს გასდევს ცერად წაკვეთილი პროფილის ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. ეკლესიისათვის დასავლეთიდან და სამხრეთიდან გვიანდელ ფეოდალურ ხანაში მიუშენებიათ ეგვტერი და სათავსი. ეგვტერი სამხრეთ კედელზეა მიშენებული (დასავლეთ სათავსზე რამდენადმე უფრო ადრე) ნახევარწრიული თაღედით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის ზემოთ და აფსიდში თითო სარკმელია. ეგვტერი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ებჯინება თაროსებრ კრონშტეინებზე დაყრდნობილ ორ თაღს. დასავლეთ კედელში დატანებული კარით ეგვტერი უკავშირდება დასავლეთ სათავსს, რომელსაც უკავია ეკლესიისა და ეგვტერის მთელი დასავლეთ ფასადი. სათავსიც ეკლესიის დასავლეთ კედელზე სვეტებზე დაყრდნობილი შეისრული თაღითაა მიშენებული. სათავსის დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია. გადახურულია არასწორი ფორმის კამარით, რომელიც აგებულია თავდაპირველი კამარის ნაცვლად. ძველი გადახურვიდან შემორჩენილია ერთი საბჯენი თაღი, რომელიც თაროსებრ კრონშტეინებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია ერთი კრონშტეინი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!