
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს და იგი შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის. მუზეუმში 1 000 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. აქ ნახავთ უმდიდრეს არქეოლოგიურ კოლექციებს უძველესი დროიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე, შუა საუკუნეების საქალაქო ცხოვრებისა და მატერიალური კულტურის ნიმუშებს, საბჭოთა პერიოდისა და დღევანდელი მიღწევების ამსახველ მასალებს, ეთნოგრაფიულ კოლექციებს, მდიდარ ნუმიზმატიკურ მასალასა თუ გეოლოგიის, ბოტანიკისა და ზოოლოგიის ვრცელ ფონდებს. მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის უნიკალური და უძველესი ნაკეთობები, თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილ განძს, ვანის, ახალგორის, ალგეთის სამარხეულ კომპლექსებში მიკვლეულ სიუველირო ხელოვნების შედევრები, მდიდარი გლიპტიკური მასალა, ურარტული ეპიგრაფიკის იშვიათი კოლექცია, ვესპასიანეს წარწერა, არმაზის ბილინგვა, უძველესი ქართული წარწერა ბოლნისის სიონიდან, შუხუთის მოზაიკა და მრავალი სხვა. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი 1919 წელს დაარსდა, 1947 წელს კი ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის - სიმონ ჯანაშიას სახელი ეწოდა. მუზეუმის შენობა 1913 - 1929 წლებში აიგო. მისი არქიტექტორია გ. ნეპრინცევი, ფასადის არქიტექტურა კი ნ. სევეროვს ეკუთვნის. სახელმწიფო მუზეუმის შენობა იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი თავისი უმდიდრესი და უნიკალური კოლექციით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. აქ გაეცნობით ქართული კულტურის უძველეს და უძვირფასეს ნიმუშებს. მუზეუმში თავმოყრილია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მატერიალური კულტურის ამსახველი დიდძალი მასალა. ეს არის ადგილი, სადაც წარმოდგენას შეიქმნით ჩვენი ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე და ამავდროულად უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას მიიღებთ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა