
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სკალდის მთავარანგელოზის ეკლესია სვანეთში ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფაყთან ახლოს მდებარეობს, მთაზე. იგი X საუკუნის ეკლესიის ადგილასაა აგებული. ძველი ეკლესიის ორნამენტული ქვები ეკლესიის ბაქანზეა დაწყობილი. სკალდის ეკლესიიდან შესანიშნავი ხედები იშლება. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. საკურთხეველი გამოყოფილია ხის კანკელით. დარბაზის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ფასადები მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები დეკორირებულია თაღედებით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი. კარიბჭის თავზე რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. ტაძრის დასავლეთით ორსართულიანი სამრეკლოა, ორივე სართული ოთხი მხრით თაღებითაა გახსნილი. პირველი სართული ტაძრის ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს, მეორე სართულზე კი სამრეკლოა მოწყობილი. ეკლესია და სამრეკლო ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე დგას.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა