
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მარშრუტი იწყება სოფელი ლიხეთის შესასვლელთან, გაივლის სოფელს და მიემართება ჩრდილოეთით საბანაკე ადგილისკენ. საბანაკე ადგილი მდებარეობს მდინარე ხეორის წყლისა და მდინარე სერულის წყალშესართავთან. საბანაკესთან ახლოს მდებარეობს მეჭვრეთის viii-ix საუკუნის მონასტრის ნანგრევები. ბანაკის შემდგომ ბილიკი გადადის მდ. სერულის მარჯვენა ნაპიზე და სერპანტინით მიუყვება ორი მდინარის გამყოფ ქედს. ბილიკი გადის მდინარე სერულის, ხეორის წყლის და მდინარე ჟრინავის სათავეებს და ადის ყელიდას უღელტეხილზე(3036მ). უღელტეხილიდან ბილიკი გადადის მდინარე ღობიშურის ხეობაში. უღელტეხილიდან ერთ კილომეტრში გვხვდება რამდენიმე პატარა ტბა. ეს ადგილი რეკომენდირებულია ღამის თევისთვის. ღამისთევის ადგილიდან ბილიკის დაღმა ეშვება. გზად გვხვდება მწყემსების საზაფხულო სადგომი. ეს ადგილიც კარგია დასაბანაკებლად, დასასვენებლად და ღამის სათევად. ბილიკი კვეთს მდ. ღობიშურის მარცხენა პატარა შენაკადს, გადადის მდ. ცხენიშურის ხეობაში და ჩადის სოფ. შკედში.
მარშრუტზე არ არის სასმელი წყლის პრობლემა. ღამის თევის ადგილებში შესაძლებელია ნაკადულების წყლის გადადუღება. მარშრუტი მარტივია და მისი ხანგრძლივობა 2-3 დღეს შეადგენს ფიქიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა