სვლა იწყება სოფელი შქმერიდან კვეთს მდინარე ხეორს და მიემართება მთა ხიხათისკენ. მარშრუტი ნაწილი გადის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის უახლოესი სოფელი არის უზუნთა. საწყისი წერტილიდან გადასახვევამდე მარშრუტი ემთხვევა სოფელი შქმერის და სოფელი უზუნთის დამაკავშირებელ ბილიკს.გადასახვევთან მარშრუტი მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთით და აღმართით ადის ხიხათის ქედზე. ქედიდდან იშლება ლამაზი ხედები. დიდი რაოდენობით გვხვდება კარსტული ძაბრები. გზად გაივლით მწვერვალ ხიხათას - 2239მ. მოცემულ წერტილში დამონტაჟებულია გეოდეზიური ტრიანგულატი. მარშრუტი გრძელდება ქედზე. მეორე გზაგასაყართან მარშრუტი ეშვება ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით და მიდის სოფელ მრავალძალში(მთისკალთა). სოფელ მრავალძალში განთავსებულია მრავალძალის წმ. გიორგის სახელობის xi საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელსაც გუმბათი დაედგა მე-19 საუკუნეში. შემორჩენილია მე-11 საუკუნის წარწერებისა და მხატვრობის ფრაგმენტები. მარშრუტი მთელს სიგრძეზე არის მეტად ლამაზი. მარშრუტზე არ გვხვდება სასმელი წყალი, რის გამოც ღამისთევა მარშრუტზე დაკავშირებულია გარკვეულ დისკომფორტთან.
დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა
გააქირავე კოტეჯი
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
გააქირავე ტრანსპორტი
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
გაყიდე ტურისტული მომსახურება
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა