სვლა იწყება სოფელი შქმერიდან კვეთს მდინარე ხეორს და მიემართება მთა ხიხათისკენ. მარშრუტი ნაწილი გადის საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საჩხერის მუნიციპალიტეტის უახლოესი სოფელი არის უზუნთა. საწყისი წერტილიდან გადასახვევამდე მარშრუტი ემთხვევა სოფელი შქმერის და სოფელი უზუნთის დამაკავშირებელ ბილიკს.გადასახვევთან მარშრუტი მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთით და აღმართით ადის ხიხათის ქედზე. ქედიდდან იშლება ლამაზი ხედები. დიდი რაოდენობით გვხვდება კარსტული ძაბრები. გზად გაივლით მწვერვალ ხიხათას - 2239მ. მოცემულ წერტილში დამონტაჟებულია გეოდეზიური ტრიანგულატი. მარშრუტი გრძელდება ქედზე ეშვება დაღმა და მიემართება საბანაკე ადგილისკენ, საიდანაც იშლება ლამაზი ხედი რიონის ხეობასა და რაჭის კავკასიონზე.
საბანაკედან ბილიკი ეშვება სოფელ ფუტიეთამდე, აქ ბილიკი უხვევს დასავლეთისკენ და სოფელი ზედა სხვავას გავლით გრძელდება სოფელ შუა სხვავამდე. მარშრუტის ბოლოს შეგიძლიათ მოინახულონ სოფ. შუა სხვავში მდებარე ეკლესიის ნანგრევები და სოფლიდან 4 კილომეტრში მდებარე მღვიმე საყინულე (1310მ.ზღვ.დ). მღვიმე დიდი მოცულეობისაა და მისი ტემპერეტურა მთელი წლის განმავლობაში ნაკლებია 0 გრადუსზე. მღვიმეში მრავლად გვხვდება ყინულის ლოდები.
მარშრუტი მთელ სიგრძეზე არის მეტად ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ იოლი სასიარულოა, გრძელი მანძილისა და აღმართების გამო, სასურველია ვიზიტორი ფიზიკურად მინიმალურ დონეზე მაინც იყოს მომზადებული.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა