
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სულორის ხარების ეკლესია იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში მდებარეობს. ტაძარი აგებულია XXI საუკუნეში. თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია აღმოსავლეთით, გარეთ გამოსული, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის წყობაში, დარბაზის ფასადებთან შედარებით, უფრო მცირე ზომის ქვებია გამოყენებული. დასავლეთის ფასადი, შესასვლელის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული, ძირითადი სიბრტყიდან წყობის მცირედი შეწევით შექმნილი სწორკუთხედებითაა დეკორირებული, რომლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ყველა სარკმელი თაღოვანია. შესასვლელი სამია, სამივე თაღოვანი, სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. ჩრდილოეთის და სამხრეთის სარკმლებისა და სამივე შესასვლელის თავზე პირამიდისებური ფორმის დეკორია ჩასმული. ტაძარი გადახურულია თუნუქით.
სოფელი სულორი იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვანიდან 11 კმ-ის დაშორებით. სულორის ხარების ეკლესიასთან მიდის სამანქანო გზა.







გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა