![გელათი რეზიდენსი](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/8j1a0847-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
სვერის ციხე მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურიდან სამხრეთით 7 კმ-ის დაშორებით, სოფ. სვერის განაპირას.
ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის 1737 წ. რუკაზე ის გამოსახულია ქონგურებითა და სათოფურებით. ციხე აგებულია ციცაბო ფერდზე ამოზიდულ კლდეზე. ჩრდილოეთ ფერდზე გამოქვაბულებია. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. ციხის კედლებში შეინიშნება სამი სამშენებლო დონე: 1. ადრე შუა საუკუნეების დონე ნახევრად გათლილი მცირე კვადრებითაა ნაშენი, რიგების ჰორიზონტალური წყობით, 2. განვითარებული შუა საუკუნეების დონე მოზრდილი გათლილი კვადრებითაა აგებული, 3. გვიანი შუა საუკუნეების დონე რიყის ქვითა და ფლეთილი ქვებით ნარევი წყობით აუგიათ. ვახუშტი ბაგრატიონი მისი აშენების თარიღად ასახელებდა VIII ს-ის 30-იან წლებს, მურვან ყრუს საქართველოში ლაშქრობის ხანას.
იოჰან გიულდენშტედტი მას მოიხსენიებს როგორც განადგურებულ ციხეს. 1810 წ. იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ სვერის ციხე რუსეთის იმპერიის ხელშია. ამის შემდეგ მან დაკარგა თავისი ფუნქცია. ციხე იმერეთ-ამერეთის მნიშვნელოვან გზასაყარზე იდგა. საბაჟო იყო სოფ. ბერეთისა და ნიგოზეთის საზღვარზე. იქ სვერის ბატონს სასახლე ჰქონია. ტყემლოვანასა და სვერს შორის გადიოდა გზა, რომელიც ძველ ბოსლევში უერთდებოდა შორაპან-საჩხერის გზას. ბოსლევში გზა მეორე მხრივ მიდიოდა საზანო-ბოსლევ-ამაშუკეთისაკენ. შუა საუკუნეებში ქართლიდან იმერეთში გადადიოდა რამდენიმე გზა, რომლებიც აღწევდნენ სვერის ციხემდე, აქედან კი – ქუთაისამდე.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა