
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
თავკაპიწას კომპლექსი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის მიმდებარედ, ტყეში.
კომპლექსი მტკვრის ხეობიდან დიდგორზე გადასასვლელი ისტორიული გზის ჩრდილოეთით მდებარეობს და მაშტაბურობის მიხედვით ფეოდალის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. კომპლექსი შედგება სასახლის, ეკლესიის და სხვა ნაგებობათა ნაშთებისგან. 1. სასახლე ოთხსართულიანია, ჩრდ-სამხრეთის ღერძზე გამართული. ნაგებია ნიჩბისის ნატეხი ქვით დუღაბზე. სართულშორისი გადახურვა ძელური ქონია - კედლებში შემორჩენილია საძელე ფოსოები. სასახლიდან შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელი, სამხრეთის და აღმ. კედლების ნაწილი. პირველი სართული ნაშალი ფენითაა დაფარული, თუმცა როგორც ჩანს ის ყრუ იყო და მხოლოდ შესასვლელი კარი უნდა ქონოდა ჩრდილოეთ კედელში (ამჟამად მხოლოდ კარის არქიტრავი ჩანს). მეორე სართულს სამხრეთ კედელში ორი მაღალი ნიშა ქონდა, რომელშიც უფრო მცირე ზომის სწორკუთხავე სარკმლები იყო გაჭრილი. მესამე სართულს ჩრდილოეთ კედელში შესასვლელი კარი აქვს, რომელიც შესაძლოა აივანზე გამავალი ყოფილიყო, სამხრეთი კედლის შუაში კი ფართო თაღოვანი ბუხარია გაკეთებული კედელში ჩაშენებული საკვამურით. ბუხრისა და კარის ორივე მხარეს, ასევე აღმოსავლეთის კედლის ჩრდ. ნაწილში სწორკუთხა ნიშებია გაკეთებული. მეოთხე სართულის არსებობა მხოლოდ სამხრეთ კედელზე იკითხება, რომელზეც ორი სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. სასახლე შიგნიდან ნაწილობრივაა შებათქაშებული ქვათა გადაბმის ადგილებში. სასახლეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მინაშენი აქვს, რომელიც როგორც ჩანს ერთგვარი ტალანი ან დამხმარე ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ის ეკლესიასთანაა დაკავშირებული, თუმცა აქედან ეკლესიაში მოხვედრა არ ხდებოდა, რადგან ტაძარს დასავლეთის კარი არ აქვს. 2. ეკლესია დარბაზულია. აგებულია ნიჩბისისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. ნაწილობრივაა შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. დასავლეთ კედელში შესასვლელი არ ქონია, რაც შეეხება ჩრდილოეთის კარს მის არსებობაზე ამ ეტაპზე მსჯელობა შეუძლებელია. ასევე ვერაფერს ვიტყვით სარკმელთა ფორმაზე, რაოდენობასა და განლაგებაზე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის მხრებზეც კამარის საბჯენი თაღი უნდა ყოფილიყო გადასული. აბსიდის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთის შემორჩენილი კედლის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, გრძივი კედლები პილასტრებით დანაწევრებული არ ყოფილა, თუმცა ტაძარი მოკლე არაა. 3. კომპლექსის ჩრდილოეთით, ტყეში სხვადასხვა ნანგრევების კვალია შემორჩენილი, რომელთა რაობა და დანიშნულება გაწმენდითი სამუშაოების გარეშე გაურკვეველია.
კომპლექსი თარიღდება X-XII სს-ით
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა