
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ის დაშორებით. აეროპორტიდან რეისები ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.
თბილისის აეროპორტი ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად.
2005 წლის 31 ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტავ ჯორჯია -ს მმართველობის ქვეშაა. 2007 წელს დასრულდა ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით სწრაფად განვითარდა და სტრატეგიული მნიშვნელობა მიიღო. აეროპორტს გააჩნია ფართო ასაფრენ- დასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმოსვლო გზა.
აეროპორტიდან ფრენებს 37-მდე ავიაკომპანია ასრულებს მსოფლიოს მიმართულებით. მათ შორის: აეროფლოტი, belavia ავიაზახები, airbaltic-ი, flydubai, LOT პოლონური ავიახაზები, Lufthansa და ა.შ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეგიძლიათ მიიღოთ გზამკვლევი, რომლის დახმარებით გადაადგილება ბევრად მარტივია. აეროპორტშივე შეგიძლიათ ისარგებლოთ სუვენირების მაღაზიით, კაფე-ბარებითა და სხვადასხვა მოსასვენებელი ადგილით. აგრეთვე აეროპორტი მგზავრებს უფასო ინტერნეტს აეროპორტის მთელს ტერიტორიაზე სთავაზობს.
ავტობუსი - რეგულარულ სამარშუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსი #37 ნომერი, რომლის გაჩერებაც ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან მდებარეობს. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. სამუშაო საათები - 24/7.
ტაქსი - გარდა ავტობუსისა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში აეროპორტს ემსახურება ტაქსებიც, ქალაქის ცენტრამდე მგზავრობა 20-30 წუთი გრძელდება, ხოლო ტარიფი ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 25 ლარს შეადგენს.
რკინიგზა - რკინიგზის სადგური „აეროპორტი“ ყველაზე იაფი და იოლი გადაადგილების საშუალებაა, რომელიც აეროპორტს თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურთან აკავშირებს. რკინიგზის ხაზი სამგზავრო ტერმინალიდან 70 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ნახევარსფეროს ფორმის შენობა ოქროსფერი მინის კონსტრუქციით, თანამედროვე არქიტექტურული სტილშია აშენებული.
სამგზავრო მატარებლის განრიგი:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამი ავტოსადგომი 1000 ავტომობილზეა გათვლილი.
პარკინგის ადგილს ორი შესასვლელი და გასასვლელი აქვს. ავტოსადგომით სარგებლობა ფასიანია. საფასურის გადახდა ხდება სადგომიდან გასვლის დროს გასასვლელთან მდებარე გადახდის ჯიხურში.
პარკირების საფასური:
- ყველა ტარიფი მოცემულია ეროვნულ ლარში დღგ-ს ჩათვლით.
- 5 წუთით ავტოსადგომზე შესვლა უფასოა.
- ავტოსადგომის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელი სამი დღის საფასურის გადახდით დაჯარიმდება.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ, მაინტერესებს ვარშავის ან ბერლინის ავიარეისები თუ არის დანიშნული აგვისტოს თვეში? თუ არა და როდისაა უნდა დაინიშნოს, ბილეთის ყიდვა ან მინდა და ვერ მოვახერხე, რეალის ფასად? გთხოვთ მომწეროთ პასუხი
მოგესალმებით, ფრენებისა და ბილეთების შესახებ გთხოვთ დაუკავშირდეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ნომერზე: 032 231 03 41