![ზიპლაინი კუს ტბაზე](https://cdn.georgiantravelguide.com/storage/thumbnails/205576803-801640843823661-922033-3.jpg)
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თბილისის ზოოპარკი კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ზოოპარკში შეგიძლიათ მოინახულოთ, როგორც კავკასიისათვის და საქართველოსათვის დამახასიათებელი და ენდემური სახეობები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოყვანილი ცხოველები. აქ 300-მდე სახეობის ცხოველია, მათ შორის: ჯიხვი, ნიამორი, არჩვი, ირემი, შველი, კოლხური ხოხობი, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, თეთრი მარტორქა, თეთრი ვეფხვები, თეთრი ლომები, უსურიის ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლები და სხვა. თბილისის ზოოპარკში მობინადრე სახეობათა უმრავლესობა ველურ ბუნებაში უკვე მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი. პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ეგზოტარიუმიც, სადაც მრავალფეროვან და საოცარ თევზებსა თუ ქვეწარმავლებს გაეცნობით. ფაუნის მოყვარულთათვის ზოოპარკი ნამდვილად ძალიან საინტერესო ადგილია, აქ შეძლებთ უკეთ გაეცნოთ ცხოველთა სამყაროს, მათ ჩვევებს, ნახოთ ეგზოტიკური სახეობები. ველური ბუნების ბინადართა მრავალფეროვნება განსაკუთრებით იზიდავს ბავშვებს, მით უმეტეს, რომ ზოოპარკის ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონებიცაა მოწყობილი. ის თბილისის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. თუ გსურთ დღე მრავალფეროვნად და ამავედროს შემეცნებითად გაატაროთ თბილისის ზოოპარკს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა. ზოოპარკის მოსაწყობად მდინარე ვერეს ხეობაში 70-მდე ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო. ზოოპარკის პირველი დირექტორი გ.ა. ჰანსონი გახდა. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო შემდეგი განყოფილებები: კავკასიის ანუ მხარეთმცოდნეობის, ყოფილი სსრკ-ის ფაუნის, ეგზოტიკური, სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და სხვა. 1931 წელს ზოოპარკში დაარსდა პარაზიტოლოგიის ლაბორატორია და ზოოლოგიური მუზეუმი. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკს ბიოლოგიური სადგურიც დაემატა, რომელიც მოგვიანებით თსუ-ს გადაეცა. თბილისის ზოოლოგიურ პარკში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდნენ ი. ჯანდიერი, მ. რჩეულიშვილი, დ. აგლაძე, ნ. ბადრიაშვილი, ს. ერქომაიშვილი, ც. ჭელიძე და სხვები. ასევე მაიმუნების ფსიქიკასა და სხვა თავისებურებებს სწავლობდნენ ივანე ბერიტაშვილი, ნ. ძიძიშვილი. აქ ბევრი რამ გაკეთდა დირექტორ გ. განსონის დროს, 1934–1944 წლებში, რომელიც ძალიან განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება იყო. დროთა განმავლობაში თბილისის ზოოპარკმა ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, გაიზარდა ცხოველების რაოდენობაც. ამჟამად თბილისის ზოოპარკში შემდეგი განყოფილებები ფუნქციონირებს: მტაცებლებისა და პრიმატ-მღრღნელების, ფრინველების, ჩლიქოსნების, ეგზოტარიუმის (რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების) და ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის. 2007 წელს თბილისის ზოოპარკში კავკასიაში პირველი ზღვის აკვარიუმი გაიხსნა. 2007 წელს თბილისის ზოოპარკში კავკასიაში პირველი ზღვის აკვარიუმი გაიხსნა. 2015 წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თბილისის ზოოლოგიური პარკის ქვემო ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები და რამდენიმე თანამშრომელი გარდაიცვალა. ზოოპარკმა მუშაობა სტიქიიდან 3 თვეში, 13 სექტემბრიდან განაახლა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა