
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარეობს. თეთროსანი ხინოწმინდის საეპისკოპოსოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი იყო. ეს სახელი თეთრი გიორგის კულტს უკავშირდება. სხვა ვერსიით საქართველოში თეთროსნით (თეთრით შემოსილი) იხსენიებოდა ღვთისმშობელი. არსებობს ვარაუდი, რომ წინარეისტორიულ ხანაში აქ საკულტო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ცნობილი იყო თეთროსნის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის ცნობით აკეთის მაცხოვრის ტაძარში გადაასვენეს თავდგირიძეებმა. ხატის წარწერაში მოხსენიებული პირების მიხედვით იგი სამეგრელოში უნდა იყოს შექმნილი და გურიაში კი მოგვიანებით მოხვდა. თეთროსნის კიდევ ერთი ხატი ძიმითში გადაიტანეს გუგუნავებმა. თეთროსანი მწიგნობრულ-კულტურული კერა იყო, აქ გადაიწერა XVI საუკუნის „თეთროსნის დავითნი“. თეთროსნის ძველი ტაძარი V-VI საუკუნეებს მიეკუთვნებოდა, თუმცა ამ ტაძრისგან მხოლოდ მცირე ნაშთია შემორჩენილი. ადრეული ეკლესიის ნანგრევების გვერდით XX-ს-ის 90 იან წლებში ახალი ეკლესია აშენდა.
თეთროსნის წმინდა გიორგის ეკლესია ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესია მოპირკეთებულია თლილი ქვით. ტაძარს სწორკუთხა სარკმლები აქვს, რომლებიც რელიეფური მოჩარჩოებითაა შემკული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები დეკორირებულია საფასადო დიდი, მოჩუქურთმებული ჯვრებით. იმავე ფასადებზე ფრთოსანი ლომისა და ვაზის რელიეფური გამოსახულებები გვხვდება. ტაძარს დასავლეთითა და სამხრეთით კარიბჭეები აქვს მიშენებული. შესასვლელები სწორკუთხაა. დასავლეთის კარიბჭის ფრონტონის არეში წმ. გიორგის დიდი ზომის რელიეფური გამოსახულება და ორი პატარა რელიეფია ჩასმული. რელიეფითაა დეკორირებული სამხრეთის კარიბჭეც. ეკლესიის ფასადებს სადა პროფილის მქონე ლავგარდანი შემოუყვება. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამსართულიანი სამრეკლო დგას. სამრეკლოს პირველი ორი სართული ყრუა და სარკმლებით ნათდება, მესამე სართული კი რვა თაღით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. აღნიშნული ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია ძველი ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილის ნანგრევი, რომელიც რიყის ქვითაა ნაგები.
მონასტერში ბერები ბუნებრივ საფუარზე დამზადებულ პურს აცხობენ და ცდილობენ საზოგაოდებას მიაწოდონ ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურის ცხობის შესახებ ინფორმაცია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა