
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ციხისჯვრის წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვარში, სოფლის ცენტრში, ამაღლებულ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს, რომელსაც სამი მცხრიდან მდინარე უვლის. ბორცვზე განლაგებულია ნაგებობათა ჯგუფი: ციხის კედლების ფრაგმენტები, ბერძნების მიერ 1861 –1875 წლებში აგებული წმ. თევდორეს ეკლესია და სამრეკლო. წმ. თევდორეს ეკლესია ქართული ტაძრის ადგილზეა აგებული. ნაგებობა დარბაზული ტიპისაა და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. ტაძარი ნაგებია დაუმუშავებელი ქვით. თლილი ქვა მხოლოდ შენობის კუთხეებისა და ღიობების გასაფორმებლადაა გამოყენებული. ეკლესიის ინტერიერი შელესილია. დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა მოწყობილი, რომელსაც დარბაზიდან ასასვლელი ხისავე კიბე აქვს. საკურთხეველი დარბაზიდან XX საუკუნის დასაწყიში შესრულებული მაღალი იკონოსტასითაა გამოყოფილი. ტაძარს ინტერიერისკენ დახრილწირთხლებიანი ათი სარკმელი აქვს, სამ-სამი გრძივ კედლებშია განთავსებული, ორი - საკურთხეველში, ორი კი - დასავლეთ კედელზე. ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, იგი პორტალითაა გაფორმებული. შესასვლელის თავზე თლილი ქვის რელიეფური ჯვარია გამოსახული, რომლის ჰორიზონტულ მკლავებს შორის განთავსებულია ბერძნული წარწერა. შესასვლელის მარცხენა მხარეს, ქვედა ნაწილში, წყობაში ჩაყოლებულია ძველი ქართული ეკლესიის ჩუქურთმის ფრაგმენტი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა