დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ტური ტობავარჩხილის ტბებზე

ტური ტობავარჩხილის ტბებზე ტური ტობავარჩხილის ტბებზე ტური ტობავარჩხილის ტბებზე ტური ტობავარჩხილის ტბებზე ტური ტობავარჩხილის ტბებზე IMG_4698 IMG_4745 IMG_4769

ტური ტობავარჩხილის ტბებზის შესახებ

მოგესალმებით ჩვეულებისამებრ ვიწყებთ მომზადებას ზაფხულის ტობასთვის ❤

ეს არის ლაშქრობა ეგრისის ქედზე, ჯადოსნური ტობავარჩხლის მიმართულებით.

ლაშქრობის ხანგრძლივობა - 6 დღე. (06/11 აგვისტო)

ასევე დღეების განრიგი (მიმართულებები) შეიძლება შეიცვალოს ორგანიზატორების მიერ.. ამინდის და სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაციებიდან გამომდინარე

ლაშქრობის ღირებულება იქნება:

270 ლარი ( საგზურების რაოდენობა შეზღუდულია)

გაითვალისწინეთ, როგორც წინა წელს, ადგილები შეზღუდულია და რეგისტრაცია მოხდება თანხის ჩარიცხვის შემდეგ...

ღირებულებაში შევა ყველა სახის ტრანსპორტირება და აღჭურვილობაც მათვის ვისაც არ ექნება.

გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

  • ლაშქრობა არის საშუალოდ რთული
  • უნდა მოვემზადოთ ყველანაირი ამინდისთვის.
  • აღჭურვილობა უმჯობესია ყველას გვქონდეს საკუთარი
  • საჭმელი არა მალფუჭებადი და მსუბუქი
  • უკეთესია თუ გვექნება პრიმუსი თუ არ გვექნება ვისაც გვექნება დაგეხმარებით დილით ცხელი ყავის მომზადებაში.
  • აკრძალულია ალკოჰოლის და სხვა მათრობელა რაღაცეების წამოღება და მიღება.

რა დაგვჭირდება?

  • კარავი 2 ტენტიანი
  • სალაშქრო ზურგჩანთა არანაკლებ 55 ლიტრისა.
  • მოსახერხებელი ფეხსაცმელი. (აუცილებელია მეორე ფეხსაცმელიც)
  • 6დღის სამყოფი მშრალი საჭმელი ( ჩვენი რჩევა საჭმლის შესახებ დაიწერება ივენთში).
  • საძილე ტომარა. ტანსაცმელი. ფანარი,პრიმუსი,არაერთჯერადი თეფში და ჭიქა.

ხშირად დასმული კითვები:

🔹რამდენი გვექნება ფეხით სასიარულო?

– სასიარულო გვექნება 35 კმ ჯამში ორივე გზა

🔹საიდან გავდივართ?

–გავდივართ თბილისიდან,კერძოდ მეტრო სადგურ დიდუბუს ზედა ამოსასვლელიდან

🔹რომელ საათზე გავდივართ?

–გავალთ გამთენიისას გასვლის 3 საათზე.

🔹 რა არის ტურის წინ შეხვედრა?

– ყველა ტურის წინ ვიკრიბებით ვიცნობთ ერთმანეთს,დეტალურად ვეცნობით ტურის განრიგს,ვიღებთ რჩევებს საჭმლის,აღჭურვილობის და ზოგადათ ლაშქრობის შესახებ.

🔹 შეიძლება ფული გასვლის წინ მოვიტანო?

– არა გასვლის წინ ფულის მოტანა არ შეიძლება.

🔹 შეიძლება ფული საბანკო ანგარიშზე ჩავრიცხო?

– კი შეიძლება

🔹 თანხაში საკვები შედის?

– არა თანხაში საკვები არ შედის(ყველამ უნდა წამოიღოს ან სახლიდან ან მაღაზიიდან)

შენიშვნა

ლაშქრობაში სრულად გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება, ლაშქრობამდე 15 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში. გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების დროს.

16 დღით ადრე სრულად გადახდილი თანხიდან შეძლებთ დაიბრუნოთ 270 - 70 ლარი .. (200ლარი)

რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება..

ლაშქრობის დროს:

  • არ ვწუწუნებთ
  • ვცდილობთ გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება
  • გვიყვარს ხაზში მოსიარულე წინა მოლაშქრე (ბოლოც) :))
  • ემორჩილებით ინსტრუქტორს
  • არ ვყრით ნაგავს
  • ვტკბებით გარემოთი

პ.ს ტური დაიდო წინასწარ რათა კარგად შეძლოთ მომზადება თქვენ და თქვენმა უცხოელმა მეგობრებმა.. ასევე შეძლოთ და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი შვებულება.

ტური გადაიდება უამინდობის ან ხალხის სიმცირის გამო

თუ უარის იტყვით წამოსვლაზე ტურამდე 15 დღით ადრე თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.

დამატებითი დეტალებისთვის (თუ კიდე დარჩა) დაგვიკავშირდით


გეგმა:

01

დღე 1

თბილისიდან ავტობუსით გავალთ დილის 4 საათზე, ჩავალთ სოფელ მუხურში, სადაც "კომფორტული", სამხიდიანი, ყველგანმავლით ავალთ გზის უკიდურეს მონაკვეთამდე. დავისვენებთ და მოვემზადებით სულიერად იმ სასწაულის სანახავად, რასაც ტობა ჰქვია.

02

დღე 2

გავემართებით "არწივების გადმოსახედისკენ". გზა რთული არ არის, თუმცა, არც ადვილია. ჯგუფის სიარულის ტემპის მიხედვით დავბანაკდებით ან არწივების გადმოსახედთან ან ამავე დღეს ჩავალთ პატარა ტობაზე

03

დღე 3

უსიკვდილოდ ვნახულობთ პატარა ტობას და ირგვლივ ყველაფერს, რისი ნახვაც კი შეიძლება.

04

დღე 4

გადავდივართ ჭითაგვალას ტობავარჩხლზე, ასევე ვნახულობთ დიდღალის ტობას, კალიაში ტობას, და ვბრუნდებით ბანაკში (პატარა ტობაზე)

05

დღე 5

მე5 დღე არის ტბაზე დასვენების და გართობის..

06

დღე 6

ვბრუნდბით მუხურში საიდანაც მოვდივართ დედაქალაქისკენ..

თეგები: #სათავგადასავლო ტურები #კომერციული შეთავაზება

ახლოს მდებარე შეთავაზებები

*****@yahoo.com
ხანგრძლივობა: 6 დღე
ჯამური მანძილი: 35 კმ
სირთულე: საშუალო
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტური ტობავარჩხილის ტბებზე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!