
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარეობს. იგი 1961 წელს დაარსდა. 1976 წელს აღადგინეს მწერლის მამა-პაპისეული სახლი, 1987 წელს კი მუზეუმის საგამოფენო შენობა აიგო ოთხი საგამოფენო დარბაზითა და ერთი ფონდსაცავით. მუზეუმის შესასვლელის წინ დგას ვაჟა–ფშაველას ბრინჯაოს ბიუსტი. სახლ-მუზეუმში 2000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, აქ ნახავთ პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მემორიალურ ნივთებს, XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალებს, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემებს, პოეტისადმი მიძღვნილ ფერწერულ, გრაფიკულ და სკულპტურულ ნამუშევრებს, საინტერესო ფოტომასალასა და ა.შ. ვაჟა-ფშაველა საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტია, მისი საცხოვრებელი სახლის, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის გაცნობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ლიტერატურით დაინტერესებულთათვის.
სახლი, რომელშიც ვაჟა-ფშაველამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა, ერთსართულიანია, ოროთახიანი. ნაგებობას წინა მხარეს, გრძივი ფასადის მთელ სიგრძეზე, ხის სვეტებიანი გადახურული აივანი გასდევს. აივნიდან სწორკუთხა შესასვლელით ვიწრო ტალანში ვხვდებით, რომლის ორივე მხარეს სხვადასხვა ფართობის მქონე თითო ოთახია, ორივე ოთახის ფანჯრები აივანზე გამოდის. ორივე ოთახში თითო ბუხარია. სახლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა